ქმარმა დაბადების დღეზე ოქროს საყურე მიყიდა, მე კი სულ სხვა საჩუქარი მინდოდა

565

როგორ ფიქრობთ, რა არის საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღისთვის? რომ შეგეძლოთ,რა სურვილს ჩაიფიქრებდით? ასე ერთბაშად ალბათ რთულია პასუხის გაცემა.paparazzi.ge ს რედაქციის ისტორიის გმირი კი წამითაც არ დაფიქრებულა, როცა მეუღლემ ეს შეკითხვა დაუსვა.

ჩვენი რედაქციისთვის საინტერესოა მოსაზრებების შედარება. მოდით ჯერ უპასუხეთ შეკითხვას:რა არის თქვენთვის საუკეთესო საჩუქარი? შემდეგ კი თქვენი პასუხი შეადარეთ ჩვენი გმირის არჩევანს.

საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღისთვის

ქალბატონ დარეჯანს მაშინ ოთხი შვილი ჰყავდა, ასაკით ხუთიდან ჩვიდმეტ წლამდე.ის ძალიან კარგი დედაა, ყველა ბავშვთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა.ის ასევე სხარტი დიასახლისია-სახლი ყოველთვის სუფთა და მილაგებულია, ქმარი მოწესრიგებული და მაძღარია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალბატონი დარეჯანი თავს ბედნიერ ქალად თვლის.

როცა დაქალს დაბადების დღის საჩუქარზე ელაპარაკებოდა, ამ დროს მეუღლემ ჰკითხა,თუ რას ისურვებდა. თავდაპირველად დარეჯანი დაიბნა,მაგრამ თავში მალევე მოუვიდა გენიალური იდეა, რომელიც გააჟღერა. ქმარს გაეცინა,იფიქრა, რომ ცოლი ხუმრობდა და დაბადების დღეზე ოქროს საყურე აჩუქა.

დარეჯანმა ყველაფერი დაქალს უამბო, მათ იცინეს და ეს ამბავი გადაავიწყდათ. მას შემდეგ,ალბათ, 7 წელი გავიდა და ეს ისტორია კვლავ გაიხსენეს. ახლა უკვე ის საჩუქარი სასაცილო საერთოდ არ ჩანს. ქმარს ჯერ კიდევ მაშინ უნდა აღექვა მეუღლის სურვილი სერიოზულად.

როცა ქმარმა ჰკითხა საჩუქრის შესახებ, დარეჯანმა უთხრა,რომ უბრალოდ სურდა ამ ერთ დღეს დაესვენა, კარგად გამოეძინა,ებანავა,არაფერი მოემზადებინა,ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში არ დახმარებოდა,ამის სანაცვლოდ წასულიყო საყიდლებზე და გაეკეთებინა ახალი ვარცხნილობა, წაეკითხა საყვარელი წიგნი ან უბრალოდ ესეირნა.

ვინ იცის, ქმარმა ნამდვილად გაუგო მეუღლეს? ოქროს საყურე მართლაც ძვირადღირებული საჩუქარია,მაგრამ დაქალი ამბობს,რომ უმჯობესი იქნებოდა დარეჯანისთვის მიეცა საშუალება, ის დღე ისე გაეტარებინა,როგორც მას სურდა. ამდენი წლის შემდეგ დარეჯანს მხოლოდ გაუძლიერდა თავისი ნატვრა. თუმცა ახლა მას ერთი დღე,არამედ მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა.

ის ამბობს,რომ შვილებს მას შემდეგ გაუშვებს,რაც ისინი ფრთებს გამოისხამენ. უფროსი 24 წლისაა და უკვე იპყრობს სამყაროს, ცხოვრობს კოლეგებთან ერთად ნაქირავებ ბინაში და მუშაობს. უმცროსები წამოიზარდნენ და უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. მას არ სურს შვილიშვილებთან მთელი დღეების გატარება.

საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება

ამბობს,რომ მაშინ სწორად მოიქცა,საკუთარ თავს მსგავსი საჩუქარი რომ არ გაუკეთა. ხომ შეიძლებოდა მოსწონებოდა? ხომ შეიძლება გაეგო, რომ ბედნიერება სრულიად სხვაგვარად გამოიყურება,ვიდრე ეს მას ჰგონია? ის არაფერს ნანობს,ნუთუ შეიძლება ნანობდე, რომ ცხოვრების ნაწილი შვილებს მიუძღვენი,გაზარდე ისინი და ცხოვრების გზაზე დააყენე?

უბრალოდ მეტი თავისუფალი დრო სურს. ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც მოკლებულნი არიან მრავალშვილიანი დედები. ცხოვრების მთავარი გეგმა შესრულებულია,შესასრულებელიღა დარჩა -მეორეხარისხოვანი.

როგორც ჩანს,ქმარმა გაიგო დარეჯანის სურვილები,ის ცდილობს მასთან მეტი დრო გაატაროს,იზრუნოს მასზე ისე,როგორც ახალგაზრდობაში. მისი მომდევნო დაბადების დღის წინ მას ცოლისთვის არაფერი უკითხავს, ძვირიანი სასტუმროს ნომრის გასაღები აჩუქა და კარგი დასვენება უსურვა.

რედაქციისგან

გამოტყდით,რა საჩუქის მიღება გსურთ ყველაზე მეტად? დროა დავუბრუნდეთ ჩვენი ისტორიის დასაწყისს,დაემთხვა თქვენი და ქალბატონი დარეჯანის სურვილები ერთმანეთს? თუ არა,მაშინ თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ, რომელმაც საკუთარ თავს მცირე დროც კი შეიძლება დაუთმოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს