მოვუყვე თუ არა რძალს, რომ ქმარი ღალატობს?

662

გახსოვთ ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში როდის დაგჭირდათ? და როგორ მიიღეთ ის? ჩვენს დღევანდელ რესპოდენტს საკმაოდ რთულ სიტუაციაში მოუხდა ყოფნა. იმედგაცრუებულ დედას რჩევა ჭირდება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მოვუსმინოთ და ერთად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი:

ყველაზე რთული გადაწყვეტილება

“…მყავს ძალიან კარგი რძალი! ლამაზი, ჭკვიანი, კარგი დიასახლისი, მოწესრიგებული, იდეალურად მოვლილი ყავს ბავშვები. ძალიან უყვარს ჩემი ვაჟი, მეც დიდ პატივს მცემს –  ყურადღებას იჩენს, მირეკავს და ვუყვარვარ. ერთი სიტყვით, ოქროს გოგოა!

პირველივე დღიდან მომეწონა და დღემდე იგივე აზრზე ვარ. ჩემი შვილისთვის საუკეთესო ცოლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ქორწინება ღვთის წყალობა იყო და მათ ურთიერთობას არაფერი დაემუქრებოდა. 

ამას წინათ, მათთან სტუმრობა გადავწყვიტე. წინასწარ არ დამირეკავს. დასვენების დღე იყო და სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. არადა სიურპრიზი მივიღე მე…

ცუდი ამბავი

სახლთან მოშორებით ჩემი ვაჟი დავინახე ყვავილებით ხელში. გამიხარდა, ვიფიქრე, ცოლისთვის ყიდულობდა. ამ დროს ვიღაც გამოეშურა მისკენ და ყელზე ჩამოეკიდა… ფეხები მომეკვეთა!

მამაკაცმა ყვავილები მიართვა და აკოცა. ეს არ იყო მეგობრული კოცნა… ჩემი შვილი ცოლს ღალატობდა…

არ ვიცოდი რა მექნა, გაფითრებული ავედი რძალთან. ის მხიარულად შემხვდა და მეუღლესთან ერთად დაგეგმილ მოგზაურობაზე მიყვებოდა. მე კი ვუყურებდი მის ბედნიერ სახეს და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. მრცხვენოდა ჩემი შვილის საქციელის.

რძალმა შემამჩნია უხასიათობა. ეგონა, ვაჟის დატვირთულ გრაფიკზე ვწუხდი და აქეთ მამშვიდებდა.

სახლში დაცარიელებული დავბრუნდი, რა უნდა ვქნა. ვუთხრა რძალს თუ გავჩუმდე? იქნებ თავისით დალაგდეს ყველაფერი. ჩემი შვილი არ არის ცუდი ადამიანი, იქნებ მალე მიხვდეს თავის შეცდომას.

როგორ ფიქრობთ, რა ჯობია? როგორ მოიქცეოდით მსგავს შემთხვევაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს