რისთვის ანებივრებენ ქალები თანამედროვე მამაკაცებს,შემდეგ კი ცხარე ცრემლით ტირიან

153

რატომ არ აფასებენ მამაკაცები ყველაფერ იმას, რასაც ქალები მათთვის აკეთებენ? ბავშვობიდანვე გოგონებს ასწავლიან საჭმლის მომზადებას, რეცხვას,სახლის დალაგებას და იმას,რომ იყვნენ თვინიერნი. შემდეგ კი ატყობინებენ,რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ გათხოვებას. რეალურ სამყაროში მამაკაცების უპატივცემულო დამოკიდებულება საპირისპიროზე მეტყველებს. ქალები, რომლებიც საკუთარ დროს უთმობენ ყოფით ცხოვრებას და შვილების აღზრდას, ხდებიან არამიმზიდველნი თავიანთი პარტნიორებისთის. რატომ ხდება ასე?

არსებობს “კომფორტული ქალის” გაგება. სწორედ ამას გვასწავლიან ბავშვობიდანვე. მშობლები უჩიჩნებენ ქალშვილებს,რომ იყვნენ ლამაზები და მოვლილები,თვინიერნი და არასოდეს შეეწინაღმდეგონ მამაკაცს, თითქოს ქალთა ცხოვრების აზრი გათხოვებასა და ქმრის მსახურებაშია. ხოლო თუ ქალი არაა დაჯილდოებული ამ თვისებებით, ის არაა სიყვარულის ღირსი. მამაკაცი მაშინ მოეცევა ქალს პატივისცემით, როცა ის  ისწავლის საკუთარი თავის დაფასებას.

როცა ქალს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ქმრის მორჩილებაში ის ბედნიერი და სიყვარულის ღირსი იქნება,ამით ის საკუთარ თავს ნებაყოფლობითი მონობისთვის სწირავს. ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება უნერგავს ქალებს დანაშაულის გრძნობას. ქალი-ყველა ბოროტების საფუძველია. ის დამნაშავეა, რომ ვერ გათხოვდა, ასევე თუ ქმარმა უღალატა.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა მამაკაცი მომპოვებლის და ოჯახის მარჩენალის როლს არ ასრულებს. მაშინ რატომ ისწრაფვიან ქალები გაჰყვნენ ცოლად თუნდაც არც ისე კეთილსინდისერ კაცს ? ყველაფერი მარტივია:ქალებს სჭირდებათ სიყვარული და მზრუნველობა. და თუ ისინი ამას ვერ იღებენ სერიოზულ ურთიერთობებში, თავს მაინც გრძნობენ დაცულად საზოგადოების სტერეოტიპებისგან.

რატომ უნდა დაიძაბოს თავი და უფრთხილდებოდეს ქალს, თუ ის ისედაც მზადაა მსხვერპლად გაიღოს საკუთარი თავი? ქმარი ღალატობს მეუღლეს წლების განმავლობაში და მაინც ბრუნდება სახლში, რადგან ცოლი გემრიელად ამზადებს კერძებს,ურეცხავს ტანსაცმელს. ქმარი კი დივანზე წევს სამსახურის შემდეგ და ისვენებს. ამ დროს კი ცოლი ბრუნდება სამსახურიდან და ამზადებს ვახშამს,შემდეგ კი შვილს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება. ვიდრე ქალი ითმენს მამაკაცის მისდამი მომხმარებლურ ურთიერთობას, ის არ გაწყვეტს შეკრულ წრეს.სანამ ის არ შეცვლება,მის მიმართ დამოკიდებულებაც არ შეცვლება. თუ ხვდებით, რომ გიყენებენ, დაასრულეთ ასეთი ურთიერთობა.

საკუთარი თავის სიყვარული

თუ ამჩნევთ,რომ მამაკაცი გიყენებთ,არ გეხმარებათ სახლის საქმეებში,არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში,შეწყვიტეთ იყოთ “კომფორტული”. დროა დაასრულოთ მამაკაცის მომსახურება და დაკავდეთ თვითგანვითარებით.

თუ ისწრაფვით დიდი და სუფთა სიყვარულისკენ, ეს არ უნდა გახდეს მთელი თქვენი ცხოვრების მიზანი. გააცნობიერეთ, რომ მამაკაცებს ხიბლავთ მორჩილი ცხვრები და არა გამბედავი ქალები. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი, პირველ რიგში,დაკმაყოფილეთ საკუთარი სურვილები და მისწრაფებები. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და დაივიწყეთ სტერეოტიპები.

იყავით ქალბატონი რთული ხასიათით, არ ეცადოთ დაიმსახუროთ სიყვარული, თქვენ მისი ღირსი ხართ დაბადებიდანვე. იბრძოლეთ ოცნებების ასახდენად და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეებს. ქალს,რომელსაც უბრწყინავს თვალები და სიამოვნებას იღებს ყოველი წამით,მუდამ ეყოლება უამრავი თაყვანისმცემელი.ხოლო ის,რომელიც არ აფასებს საკუთარ თავს და კაცის მორჩილებაში ცხოვრებას ამჯობინებს,მასაც დაკარგავს. გვეთანხმებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს