რატომ არ აქვს აზრი, დაეხმაროთ შვილებს სახლის ყიდვაში

0
179

მშობლები ყოველთვის არ თვლიან თავს ვალდებულად სრულწლოვან შვილებს დაეხმარონ ყველაფერში: ,,შენი ცხოვრებაა და პრობლემებიც თავად მოაგვარეო”. სამწუხაროდ, განხეთქილების ვაშლი ხშირად მშობლების სახლია. 

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტები პრობლემებში აღმოჩნდნენ. მათ რამდენჯერაც მშობლებს სთხოვეს დახმარება, იმდენჯერ უარი მიიღეს. თავად გადალახეს სირთულეები და თანდათან ფეხზე დადგნენ.

მშობლების სახლი

“ჩვენი დახმარების იმედი არ გქონდეთ, თავად ირჩინეთ თავი!” – გამოგვიცხადა დედამთილმა, რომელსაც ორი სახლი ჰქონდა. ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორეს – აქირავებდა. ეს ადრე იყო, როდესაც დავქორწინდით, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და გვეგონა ბინით მაინც უზრუნველგვყოფდნენ.

მშობლების პოზიცია ასეთი იყო: რადგან გადაწყვიტეთ კანონიერ ქორწინებაში შესვლა, პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეთ და საკუთარ ოჯახზე თავად უნდა იზრუნოთო.

ჩვენც ვშრომობდით, ვმუშაობდით. ხანდახან, რომ გვეარსება, ნებისმიერ სამუშაოზე ვთანხმდებოდით

შვილებზეც ვერ ვფიქრობდით, რადგან ჯერ სახლი უნდა შეგვეძინა. ვაგროვებდით თანხას და ყველაფერს ვიკლებდით. იშვიათად მივდიოდით დასასვენებლად, მაქსიმალურად ეკონომიურად ვიკვებებოდით, გართობასა და დროსტარებაზე არც გვიფიქრია. როდესაც სახლი შევიძინეთ, მერე გავაჩინე ტყუპები. ეხლა ჩემი შვილები 8 წლის არიან, ჩვენ კი – 44-ს.

როცა ნათესავები საზღვრებს გადადიან

დედამთილ-მამამთილთან თითქმის არ გვაქვს ურთიერთობა. როცა ვეკონტაქტებობდით, რატომღაც თვლიდნენ, რომ ყველაფერში ჭკუა უნდა დაერიგებინათ. არადა მშვენივრად ვუმკლავდებოდით ჩვენს საქმეს და მათგან არც არაფერს ვითხოვდით.

ვიკრიბებით მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე. დანარჩენ დროს არც გვკითხულობენ. არც სცალიათ, კარგ ანაზღაურებას იღებენ ბინის ქირის სახით და ბევრს მოგზაურობენ.

ერთ დღესაც მამამთილმა ახალგაზრდა საყვარელთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. სადაც ცხოვრობდნენ, ის სახლი მას ეკუთვნოდა და გაქირავებული სახლში დედამთილი გადავიდა.

დედამთილს ძალიან გაუჭირდა – არ იყო მიჩვეული მარტო და უფულო ცხოვრებას, 65 წლის ასაკში მხოლოდ პენსიის ამარა დარჩა. გადაწყვიტა ბინის გარემონტება და იცით რა მოხდა? დაურეკა ვაჟს და კატეგორიულად მოსთხოვა: მე შენი დედა ვარ და ვალდებული ხარ დამეხმაროო…

ეხლა გახდა დედა? უნდა დევეხმაროთ კი? ამდენი წლის განმავლობაში არასდროს გვიგვრძნია მისგან მხარდაჭერა და ეხლა უნდა ვარჩინოთ და მითუმეტეს რემონტი გავუკეთოთ? მემგონი უფრო სამართლიანი იქნებოდა მისივე სიტყვები შეგვეხსენებინა: ჩემი იმედი არ გქონდეთ!

როგორ უნდა მოიქცნენ ახალგაზრდები? მიატოვონ ასაკოვანი დედა, თუ გადალახონ წყენა და იზრუნონ მასზე?