რა დაანთებს ვნების კოცონს ყოველდღე, დაქორწინებულ წყვილს შორის

168

ვნებიანი ურთიერთობები გაცილებით დიდხანს გაგრძელდება იმ ადამიანებს შორის, რომელთა შორის მხოლოდ მეგობრობის სითბოს აქვს ადგილი. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, საუკეთესოდ ნარჩუნდება ურთიერთობები, რომლებიც ორივე მათგანს მოიცავს. სამწუხაროდ, სწორედ ამ ასპექტში უჩნდება წყვილს პრობლემები. ძალების შენარჩუნება ყოველთვის არ გამოგვდის, მის გარეშე კი ქორწინება ნელ-ნელა ქრება.

ვნებიანი ურთიერთობები

ადრე თუ გვიან, ვნება თითქმის ყველა ურთიერთობაში ქრება. თუმცა, ნუ ჩაიციკლებით ამაზე და ნუ იფიქრებთ, რომ კავშირი დასრულდა. საბედნიეროდ, სიყვარული არამხოლოდ ფიზიკურ ასპექტს ეფუძნება. იგი მოიცავს სხვა მრავალ მნიშვნელოვან დინამიკასაც. მაგალითად, ურთიერთგაგებას, მხარდაჭერას, აღტაცებას, მადლიერებასა და სინაზეს.

თუმცა, თუ საწოლის მომენტის გაქრობა გაწუხებთ, შეგიძლიათ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ. ეს უბრალოდ თემაზე მსჯელობა არაა. ყველაფერი, რასაც ამ სტატიაში იპოვით, ეფუძნება ოჯახის ფსიქოთერაპევტების აზრს.

  1. შეწყვიტეთ პარტნიორის დადანაშაულება და მათზე ზეწოლა კავშირის არქონის გამო. იქნებ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად ძლიერად აიძულებთ მას რაღაცებს.
  2. უფრო ხშირად ჩაეხუტეთ და ხელები ჩაჰკიდეთ პარტნიორს. ასეთი ქმედებები ასტიმულირებს ოქსიტოცინის გამოყოფას, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ოქსიტოცინი შესანიშნავად უმკლავდება სტრესსა და დაძაბულობას.
  3. ჩვენი ტვინისთვის მოლოდინი გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თავად პროცესი. ეს თქვენთვის უდიდესი უპირატესობა შეიძლება გახდეს. გააგრძელეთ პრელუდიები, არ აჩქარდეთ.
  4. ისწავლეთ ყოფაცხოვრებისა და ინტიმის გაცალკევება. არ ისაუბროთ საძინებელში პრობლემებზე, ყოფაცხოვრებასა და ყველაფერზე, რასაც ინტიმთან არ აქვს კავშირი. ეს ასპექტები განწყობას დააქვეითებს.
  5. გამონახეთ დრო ერთმანეთისთის. ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ “ყველაფერი კარგი, რასაც ქორწინებაში საკუთარი პარტნიორისთვის აკეთებ, პრელუდიაა”. ეცადეთ, ცხოვრებაში მეტი გატაცება შემოიღოთ. არ დაგავიწყდეთ ფლირტაობა და ერთმანეთის თაყვანისცემა.
  6. ესაუბრეთ პარტნიორს კონსერვატიულობაზე. ეცადეთ, საძინებლის ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ. ნუ შეუშინდებით თქვენი უჩვეულო სურვილების, ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ საუბარს.

არ დაგავიწყდეთ, რომ რომანტიკული საღამოები უნდა დაგეგმოთ. განსაკუთრებით, როცა ხანგრძლივ ურთიერთობებში ხართ. ქორწინებაში ადგილი მხოლოდ იმას აქვს, რაც წინასწარაა გათვლილი. კარგი ორგანიზება მხოლოდ ხელს შეუწყობს აქტიურ ინტიმურ ცხოვრებას ჩვენს საქმიან სამყაროში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს