სად შეიძლება ასტილბის ჯადოსნური ბუჩქების მოშენება?

0
200

ბაღის  ყვავილი ასტილბა-ნებისმიერი ყვავილნარის ნამდვილი მორთულობაა. მისი მოშენება ყველას ძალუძს. მთავარია-სწორი მოვლა და მისი ყველა თავისებურების ცოდნა. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ სად შეიძლება დავრგოთ ეს მრავალწლიანი მცენარე.

ასტილბის ყვავილი

ასტილბა ითესება ან გაზაფხულზე (აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი), ან შემოდგომის დასაწყისში (სექტემბერში). მცენარე მთელი საზონის განმავლობაში გაგახარებთ თავისი ბარაქიანი ყვავილობით.

ეს უჩვეულო მრავალწლიანი მცენარე უპრეტენზიოა მოვლის კუთხით. ყველაზე კარგად ის თავს ნახევარჩრდილში გრძნობს. მას უყვარს დროდადრო ნიადაგის გაფხვიერება და ფესვებისთვის ნოყიერი მიწის დამატება. ეს აუცილებელია, რადგან ფესვების სისტემა სწრაფად იშლება და შიშვლდება.

ასტილბა ძალიან გამძლეა მზის სხივების მიმართ. ხშირად მას რგავენ სრულ ჩრდილში, რაც შეცდომაა. მართალია, მცენარე სწრაფად ადაპტირდება ნებისმიერ გარემოში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი ყვავილობა ისეთი ბარაქიანი აღარ იქნება.

თავისუფლად შეგიძლიათ ასტილბა დარგოთ ვარდების, პოინების,ფლოქსის,გვიმრის მეზობლად. მცენარე მარტივად გახდება ბაღის ნებისმიერი კომპოზიციის ნაწილი, რადგან ის ყვავილობის შემდეგაც საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება.

თავისებურებები

ასტილბის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. გაჯერებული ფერის ჯიშები ჯობს ნახევარჩრიდლში დავრგოთ. მზის შუქზე ყვავილის ფერი გაფერმკრთალდება. მაგალითად, კაშკაშა იასამნისფერი მარტივად გარდაიქმნება ვარდისფრად.

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ თეთრი ან ღია ვარდისფერი ასტილბა კომფორტულად გრძნობს თავს. ასეთი ჯიშების ყვავილობა  ბევრად უხვია, თუმცა შედარებით მალე სრულდება.

მოვლა

ასტილბას უყვარს სინოტივე, მისი ყვავილობა რეგულარულ მორწყვაზეა დამოკიდებული. საჭიროა ხარისხიანი დატენიანება, რათა წყალმა ფესვებამდე ჩააღწიოს.

მორწყვის ინტენსიურობა დამოკიდებულია მზის შუქზე. რაც მეტი სინათლე ხვდება ყვავილს,მით მეტი წყალი სჭირდება. თუ ტემპერატურა 25 გრადუსს არ აღემატება, საკმარისი იქნება კვირაში 2-3 წყლის პროცედურის ჩატარება. აუტანელი სიცხის შემთხვევაში ასტილბა მორწყეთ დღეში 1-2ჯერ.

ასტილბას მოსწონს ორგანული სასუქი:ნაკელი, ტორფი ან ჰუმუსი. ეს კომპონენტები გამოდგება ახალგაზრდა მცენარეეების მულჩირებისთვის. ისინი შეიძლება ზამთარში ყვავილის დასათბობად გამოიყენოთ.

მცენარის ზრდის ტემპის დასაჩქარებლად ეფექტურია კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქის გაოყენება. აუცილებლად მიჰყევით ინსტრუქცია შეფთვაზე, რათა არ გადააჭარბოთ.

გამრავლება

გამრავლების ყველაზე მარტივი გზაა-ფესურას დაყოფა 2-3 ნაწილად. ამ პროცედურას ჩვეულებრივ მაისში ან ივნისში აკეთებენ. თესლით გამრავლებას იშვიათად მიმართავენ.უბრალოდ  ეს მეთოდი შედარებით რთულია. როგორც წესი, მას სელექციური მიზნებისთვის იყენებენ.

პირველ რიგში, საჭიროა ხარისხიანი თესლის შერჩევა. ისინი წყალში უნდა დაასველოთ დათესვმადე, ორმოში დაამატეთ ტორფი და ქვიშა. შემდეგ ახდენენ წარმოქმნილი ღივების პიკირებას და ივნისის ბოლოს აბრუნებენ მიწაში.