როგორ იქვეითებენ ქალები თვითშეფასებას ოჯახში

0
136

ცოტა ხნის წინ, მეგობართან საუბრის დროს, თემა ოჯახში ქალის როლზე ჩამოვარდა. ის დიდი ხნის დაქორწინებულია და მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მეტიც, ვთხოვე, დაევიწყებინა ზრდილობა და ეთქვა ყველაფერი, რაც თანაცხოვრების წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ქალის როლი ოჯახში

აღმოჩნდა, რომ ასპექტები, რომლებიც მამაკაცებს ქალის ქცევებში არ მოსწონთ, ძალიან მცირე რაოდენობით არსებობს. აგრეთვე, ისინი დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებსა და სურვილებზე. მაგალითად, ჩემი ნაცნობი დისკომფორტს განიცდიდა, როცა ცოლი საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებდა და მას თითქმის არაფერს უტოვებდა.

“მამაკაცს თავის გამოჩენის საშუალება უნდა მისცეთ. როცა ქალი ყველაფერს თავად აკეთებს, დროთა განმავლობაში, მისი დახმარების სურვილი ქრება. და როცა დახმარება უკვე მართლა სჭირდება, შეიძლება ის ვეღარ მიიღოს. ქმარი მიეჩვევა, რომ ცოლი ყველაფერს თვითონ აკეთებს. ყველა მამაკაცს არ შეუძლია ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ხანდახან სასიამოვნოა, მაგრამ, როცა ეს მოვლენა არა გამონაკლისად, არამედ წესად იქცევა…

ქმარი თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მას სიყვარულის გამოხატვა, დაცვა და ურთიერთობაში თავის გამოჩენა სურს. მაგრამ, როგორ უნდა გააკეთოს ეს, თუ ქალი კაცივით იქცევა? ეს განსაკუთრებით ყოფაცხოვრებას ეხება. ნუ შეაკეთებთ რაღაცებს თვითონ და ნუ გააკეთებთ “კაცის საქმეს”, თუ გვერდით ქმარი გყავთ. ასე საკუთარ თავს ვნებთ.

ხანდახან, როლის თამაშიც შეგიძლიათ. მიეცით მამაკაცს თავის გამოჩენის საშუალება. ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს, თქვენ კი მისთვის საყვარელ ქალთან ასოცირდებით და არა ძმაკაცთან.

აგრეთვე, ქალებს თავის დაფასებასაც ვურჩევ. თუ კაცი არ გაფასებთ, თქვენ კი მას უკან სდევთ, მის თვალში თქვენი ფასი დაეცემა. მალე ინტერესს დაკარგავს. არაა საჭირო მისთვის ყველაფერზე უარის თქმა ან ყველა წინადადებაზე გულის წასვლა. იყავით ის, ვინც ხართ. მოუსმინეთ შინაგან ხმას – ის არ მოგატყუებთ. იგი ყოველთვის გეუბნებათ, როცა რაღაც რიგზე ვერაა. ნუ მოირგებთ როლს სხვისი გულისთვის. თქვენი სურვილები არანაკლებ მნიშვნელოვანია…”

აი, რა მითხრა მეგობარმა. საინტერესო იყო მისი შეხედულების მოსმენა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წინადადებას 100%-ით ვეთანხმები. თუმცა, ამ ყველაფერმა მაფიქრებინა, რომ ქალები, ხანდახან, ზედმეტად ბევრს ვცდილობთ. გავიწყდება, რომ გვერდითაც ჩვეულებრივი ადამიანი გვყავს და არა რამე ზესულიერი. და, რომ ამ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ბანალური და უბრალო სურვილები.

მნიშვნელოვანია იმის ხსოვნაც, რომ ყველას თავს ვერ მოაწონებთ. რა თქმა უნდა, თავის ხელში აყვანა, გარეგნობისა და ქცევების გაუმჯობესება უნდა შეგეძლოთ. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც და საკუთარი თავის არდავიწყება. თუ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება ადამიანს არ მოსწონს, თამამად მიატოვეთ იგი. პრობლემა არც მასშია და არც თქვენში. უბრალოდ ასე მოხდა და ახლა საწყენი არაფერია.