მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამაკაცმა 6000 ხე დარგო. მიზეზს მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიხვდნენ

616

სიყვარულის შესახებ უამრავი ისტორია არსებობს. რთულია იპოვო მეორე ნახევარი, რომელთან ერთადაც სიყვარულს მთელი ცხოვრება შეინარჩუნებთ. აი, ამ ისტორიის გმირმა „იმ ერთადერთის“ პოვნა შეძლო და ეს გრძნობა წლები შეინარჩუნა.

დღეს „პაპარაცი“ უინსტონ ჰაუსის ისტორიას გიამბობთ. 1962 წელს ამ მამაკაცმა მთელი ცხოვრების სიყვარული, ჯანეტ ჰაუსი გაიცნო. იმავე წელს წყვილი დაქორწინდა და საცხოვრებლად სამხრეთ გლოსტერშირში, ინგლისში სოფლის სახლში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ მათ პირველი შვილი გაუჩნდათ. ეს იდეალური და ბედნიერი წყვილი იყო.

მათი ბედნიერება 33 წელი გაგრძელდა. 1995 წელს უინსტონის ოჯახს თავს უბედურება დაატყდა. წლები ბედნიერი ცხოვრების შემდეგ ჯანეტი მოულოდნელად გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

უინსტონი მხოლოდ 53 წლის იყო, როცა მეუღლე დაკარგა. მამაკაცი ადგილის პოვნას ვერ ახერხებდა და საყვარელი ადამიანის დაკარგავს ვერ ეგუებოდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ რაღაცით უნდა დაკავებულიყო. მისთვის აუცილებელი გახდა, რომ საყვარელი ადამიანისთვის ისეთი საჩუქარი გაეკეთებინა, რომლებიც წლები დარჩებოდა.

მამაკაცმა ხეების, კერძოდ მუხის ხის დარგვა დაიწყო. მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ასე უბრალოდ გართობას ცდილობდა. თუმცა ჰაუსს ყველაფერი უკვე დაგეგმილი ჰქონდა. მან 6000-ზე მეტი ხე დარგო და „გულის“ ფორმა შექმნა, რომლის მკვეთრი ბოლო მიმართულია სახლისკენ, სადაც ბავშვობაში მისი საყვარელი ადამიანი ცხოვრობდა. უინსტონის თქმით, ეს გული მან მეუღლეს აჩუქა, რომლის სულიც ამ პეიზაჟს ციდან უყურებს.

აღსანიშნავია, რომ „გულში“ შესასვლელი საიდუმლოა, ის გზიდან არ ჩანს და მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. მისტერ ჰაუსი აღიარებს, რომ ის და თავისი ვაჟიშვილი წლების განმალვობაში სიყვარულის სიმბოლოს არსებობას მალავდნენ. მხოლოდ მეზობლის, ენდი კოლეტის და მისი ჰაეროვანი ბურთის დახმარებით ამ ისტორიის შესახებ ცნობილი გახდა.

ახლა, 20 წლის შემდეგ ეს 6 ჰა ფართობი ყვავის, ხოლო „გული“ თვალს ახარებს და ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ნამდვილად არსებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს