შეყვარებულმა დაქორწინებულმა მამაკაცმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას როგორ საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. მაგალითად, გაიჩინოს საყვარელი, რომელიც მასზე 10 წლით უფროსია. გგონიათ, მსგავსი რამ არ ხდება? ცდებით!
შეყვარებული, დაქორწინებული მამაკაცი
ჩვეულებრივ,ცოლები აღშფოთებულები არიან უცნობი ქალის ქცევებით, რომელმაც გაბედა მისი მეუღლის დამორჩილება. თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თავისუფალი ნება, შეუძლებელია ვინმეს ვაიძულოთ შეიცვალოს. თუ ქმარმა ღალატი გადაწყვიტა, სხვა ქალი აქ არაფერ შუაშია. ის შებრალების და არა განკიცხვის ღირსია.
ბევრს არ ესმის, თუ როგორ შეიძლება ღალატი ქორწინებაში. ადამიანის ბუნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიყვარული ზოგჯერ ქორწინების ზღვარს ცდება. არსებობს ამის უამრავი მიზეზი. მაგალითად, სერიოზული ურთიერთობის დაწყება ადრეულ ასაკში. ახალგაზრდობაში ყველანი მიდრეკილნი ვართ მაქსიმალური იდეალიზმისკენ, ასევე ჩვენ ცუდად ვერკვევით საკუთარ თავში და ასევე გარშემომყოფებში.
სიყვარულისგან თავდავიწყებულები ვერ ვამჩნევთ ადამიანის ნამდვილ ბუნებას. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, თუ რის გამოც არ უნდა გათხოვდე და ცოლი არ უნდა მოიყვანო. მხოლოდ მოუმწიფებელ რომანტიკოსებს სჯერათ, რომ მომავალში ყველაფერი მოგვარდება, მთავარია სიყვარული იყოს…
დრო ყველაფერს თავის ადგილზე ანაწილებს. ვნება ქრება, მჭიდრო მეგობრობა, მხარდაჭერა, ყურადღება, აღტაცება და მადლიერება კი რჩება. თუ ურთიერთობა ამ გრძნობებით არაა გაჯერებული, უკვე აღარაა გასაკვირი, საიდან ჩნდება ღალატი.
ამ ინტრიგების მონაწილეთა ჰიპოთეზურ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი ეძებს მას, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს. საოცარი სიახლოვე ყოველთვის არაა მნიშვნელოვანი.
ბევრი ადამიანი გულწრფელად აღიარებს, რომ ქორწინებაში თავს მარტოსულად გრძნობს. ეს გულდასაწყვეტი და არასწორია, მაგრამ საქმე ყოველთვის ცოლსა თუ ქმარში არაა.ზოგჯერ მარტოსულობის მიზეზი გადაუჭრელ მენტალურ პრობლემებში იმალება. პარტნიორი არაა ვალდებული როგორმე გამოგვასწოროს. ის შეიძლება იყოს ახლოს და მხარი დაგვიჭიროს, მაგრამ სერიოზული შინაგანი დილემების გადაწყვეტაში ის არც უნდა და ვერც დაგვეხმარება.
რედაქტორისგან
ასაკოვანი თუ ახალგაზრდა საყვარელი-ამას მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა არა ქალში,არამედ ურთიერთობაში უნდა ეძებოთ. ხშირად ურთერთობის საკვანძო პრობლემები ორმხრივი შეცდომების შედეგია და ღალატიც აქედან იღებს სათავეს.