რა არის მიუღწეველი ქალისთვის, რომელსაც სერიოზული ურთიერთობა არ აქვს

0
478

თანამედროვე ქალბატონები ამსხვრევენ მოძველებულ სტერეოტიპებს იმის შესახებ, რომ ქალი სერიოზული ურთიერთობის გარეშე ბედნიერი ვერ იქნება. რატომ არიან უცოლო კაცები იღბლიანები, უქმრო ქალები კი – შინაბერები? ეს ხომ დისკრიმინაციაა? ქალები იმავე თანამდებობებზე შრომობენ, იშენებენ კარიერას, მოგზაურობენ, ეძებენ საკუთარ თავს, ვითარდებიან. ბევრი ჩვენგანი ამას გააზრებულად აკეთებს, სერიოზული ურთიერთობების საზიანოდ. მამაკაცები კი ფიქრობენ, რომ მათი ყურადღების გარეშე, ქალი ცხოვრებაში ბევრ სიამოვნებას იკლებს.

ქალი სერიოზული ურთიერთობის გარეშე

ქმარზე ზრუნვის ბედნიერება

ქალი სიყვარულისთვისაა შექმნილი. მამაკაცები ფიქრობენ, რომ, თუ ქალს მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს, კარგავს შესაძლებობას, იზრუნოს და დატკბეს მამაკაცის ყურადღებით. მათი აზრით, ეს ქალის ბუნებაშია ჩაწერილი: კაცზე ზრუნვა, ბავშვების აღზრდა, სახლის საქმეები. კაცის გარეშე ქალი ბრაზიანი და ავი ხდება.

ზოგიერთი მამაკაცი ღიად აცხადებს, რომ “მარტოხელა ქალი საშიშია სოციუმისთვის და მისგან ნორმალური ადამიანები უნდა დაიცვან”. თუ ქალი კაცზე არ ზრუნავს, იგი თავის ენერგიას მიმართავს ბავშვზე, მშობლებზე, შინაურ ცხოველებსა და მუშაობაზე და ივიწყებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას.

მუზად ქცევის შესაძლებლობა

გაუგებარია, ეს სტერეოტიპი საიდან გაჩნდა. თუმცა, ითვლება, რომ ქალი სერიოზულ ურთიერთობებში უფრო მეტ კომპლიმენტს იღებს. ჩვენ არ ვიცით, რომ ზედმეტად ხანგრძლივი ურთიერთობების დროს, საყვარელი მამაკაცი სულ უფრო ცოტა კომპლიმენტს გვეუბნება?

საერთო საქმიანობა

მამაკაცთან სახლის საქმეების, სიხარულისა და დარდის გაზიარება – ნუთუ ეს ბედნიერება არაა? რამდენი ისტორია ვიცით წარმატებული მამაკაცების შესახებ, რომელთა უკანაც მოსიყვარულე ქალები დგანან? ეს ხომ ერთობლივი შრომაა და არა ერთი მსახიობის (მამაკაცის) მოქმედება. თანაც, თუ ქალიცა და კაციც მუმშაობს, ოჯახურ ხაზინაში კი მეტი ფულია, უკეთესი არაა?

სიახლოვე

დასამალი არაფერია – ქალს ამინდივით ცვალებადი განწყობა აქვს. სტაბილური ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ეს სიმართლეა. მუდმივი პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ქალის ფლუიდები შესაფერის დონეზეა. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ინერვიულებს მიმოყრილ წინდებსა და მუდმივ მზარეულობაზე, რადგან ულაყს ძალა სჭირდება ამ ფლუიდების საჭირო დონეზე შესანარჩუნებლად.

მამაკაცებისა და ქალების შეხედულებები იმის შესახებ, ღირს თუ არა მარტოხელა, დამოუკიდებელ ადამიანად ცხოვრება, ძალზედ განსხვავდება. ყველას თავსი აზრი აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მარტოხელა მამაკაცები ბედნიერად ცხოვრობენ, ქალები კი ტანჯვისთვის არიან განწირული. პირიქით, დარდნაჭამი ქალი მეორედ აღარ გარისკავს თანამედროვე კაცზე დაყრდნობას. ურჩევნია, თავისი პატარა ბინა და ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე ქმრის კისერზე იჯდეს და არ იცოდეს, რა ელის მომავალში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?