დედამთილს შვილიშვილებს ვუჩენ, მას კი სამოთახიანი ბინის მოცემა არ სურს.

0
822

ბავშვებიან ოჯახებში საცხოვრებლის საკითხი ყოველთვის მწვავედ დგას. ბავშვებს უყვართ სივრცე, ოთახიდან ოთახში სირბილი, დამალობანასა და დაჭერობანას თამაში, საძინებლის გაზიარება დედმამიშვილთან. თუ მშობლები ვერ მოახერხებენ საჭირო ზომის ბინის შეძენას, მათ ბებია და ბაბუა ეხმარებიან ხოლმე.

მაგრამ ყველაფერი არ მარტივად არ ხდება ხოლმე. ხანდახან, მშობლებს უბრალოდ არ აქვთ შვილების უძრავი ქონების შეძენაში დახმარების საშუალება. შავი დღისთვის გადადებული დანაზოგი შეიძლება უცებ გაქრეს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ ძალიან არაერთმნიშვნელოვან ისტორიას.

საცხოვრებლის საკითხი

“ჩემი ახლანდელი ქმარი 5 წლის წინ გავიცანი. მეგობრებმა შგვახვედრეს, რადგან მე წინა შეყვარებულთან დაშორებას განვიცდიდი და იმ მომენტში მამაკაცის მტკიცე მხარი მჭირდებოდა. ბევრს ვლაპარაკობდით, ვმესიჯობდით, ქალაქში ვსეირნობდით. კაფეში მპატიჟებდა, ყვავილებს მჩუქნიდა. ალბათ, ამით დაიპყრო ჩემი გული.

მე არასდროს ვეკითხებოდი მას სამსახურზე, ხელფასზე. ვფიქრობ, ქალს ასეთი რამის ცოდნა არაფერში წაადგება. კაცი მუშაობს და შინ ნადავლი მოაქვს, მე რომ მშვიდად შევძლო მისი ჩუქება მემკვიდრეებისთვის, რომლებსაც არაფერი მოაკლდებათ.

ქორწილამდე მშობლები ერთმანეთს გავაცანით და უკვე ნამდვილ ოჯახად ვიქეცით. ქორწილი ძალიან მოდურ ადგილას გადავიხადეთ – ქმარი დავიყოლიე. სტუმრების რაოდენობა იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე მშობლებს უნდოდათ. სამაგიეროდ, ძალიან დახვეწილი ზეიმი გამოვიდა. ტორტი, კაბა, კარგი სუფრა… მოკლედ, ჩემი საოცნებო ქორწილი იყო.

ჩვენ ქმრის ბინაში დავიწყეთ ცხოვრება. კარგად გარემონტებული და უზარმაზარსააბაზანოიანი ერთოთახიანი ბინა აქვს. კი, ფართი პატარა იყო, მაგრამ ქმარს ვენდე და ამ საკითხს ყურადღებას არ ვაქცევდი. ყოველდღიურობაში კომფორტულად ვგრძნობდით თავს. მე სახლის საქმეები მებარა, ქმარი ოფისში მუშაობდა, მშობლების ნაჩუქარი მანქანით დადიოდა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი.

თავიდან რთული იყო. საფენები, ნერწყვები, წივილ-კივილი, უძილობა. ქორწილის სესხიც გვტკენდა ჯიბეებს. მაგრამ გადავიტანეთ და ახლა შესანიშნავი ქალიშვილი გვყავს, უზარმაზარი ლურჯი თვალებით. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ალბათ, ჩემგან კარგი დედა დადგა. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი მოწოდება.

მაგრამ ახლა ჩვენი სიტუაცია მართლაც სავალალოა. მეორე ბავშვზე ვარ ორსულად, ჩემს მშობლებს კი ჩვენი დახმარების სურვილი არ აქვთ. ისინი სამოთახიან ბინაში ცხოვრობენ, ქალაქის ცენტრთან ახლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ის ბინა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე მათ. მაგრამ გაჯიუტდნენ: არ უნდათ, რომ ქალაქგარე სახლში გადავიდნენ, არადა ყოველ წელს ისედაც იქ დადიან.

ამბობენ, რომ ის სახლი არაა კომფორტული, ზამთარში ცივა და სარემონტოა. სადაა წინა თაობის ის ცნობილი თავგანწირვა შვილებისთვის? საუბარი ხომ მათ შვილიშვილებზეა. შეუძლიათ, ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე იცხოვრონ. ქათმებს მოაშენებდნენ, თუნდაც ძროხებს. ბავშვებსაც ჯანსაღ პროდუქტს გამოუგზავნიდნენ. ჩვენ კი ქმრის ბინას გავყიდდით და უკეთეს მანქანას ვიყიდდით. ჩვენი ხომ დიდი ხნის წინ დაძველდა.

თუმცა, მშობლებს დიალოგზე წამოსვლაც კი არ სურთ. შეიძლება ითქვას, კრიტიკულ მომენტში მიღალატეს. ჩვენ ქმრის მშობლებსაც მივმართეთ. უფრო სწორად, დედამთილს. ჯერ კიდევ ქორწილზე მივხვდი, ვინ იყო სახლში უფროსი, ამიტომ მამამთილთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. თუმცა, მანაც კი არ დამიჭირა მხარი, როგორც ქალმა ქალს.

მის ქალიშვილს, ჩემს მულს, სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ქორწილი. უკვე მეორე. დედამ კი გადაწყვიტა, მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. როგორი? თავისი ოროთახიანი ბინა, თანხის დამატებით, 2 ერთოთახიან ბინაში გადაცვალა. ერთი თვითონ დაიტოვა, მეორე კი ქალიშვილს მეორე ქორწილზე აჩუქა! ჩვენ კიდევ რაღაც დებილობა გვაჩუქეს. თან მული უკვე რამდენი წელია, არ ორსულდება. ტეხავს.

მოკლედ, ჩვენი საცხოვრებელი პირობები კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის საშუალებას არ იძლევა, არადა უკვე მეექვსე თვეში ვარ. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. ნათესავები გვეღადავებიან. ქმარმა კი განაცხადა, რომ არ დააწინაურებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ დაჰპირდნენ ამას. როგორ მოვიქცე? ქმარს დავშორდე და ქალიშვილი მას დავუტოვო თუ მშობლებს სასამართლოში ვუჩივლო? რამე მირჩიეთ, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელია. უძილობა და ნერვოზი დამეწყო. ჩემს მდგომარეობაში ხომ ასე არ შეიძლება.”

ადამიანები ყოველდღე სხვადასხვანაირად იქცევიან. მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო. თუმცა, ამ შემთხვევაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ და უახლოეს პერიოდში გადაწყვიტონ პრობლემა. იქნებ, კომენტარებში კარგ რჩევებს დაგვიწერთ?