რაზე ფიქრობთ პირველ რიგში, როცა სიტყვა „ვენერა“ გესმით? ბევრი პასუხობს, რომ მათ პლანეტა ახსენდებათ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ლამაზი სახელია, ყველაზე რომანტიული ბუნების ადამიანები პასუხობენ, რომ ვენერა სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთია. რა კავშირი შეიძლება იყოს სიყვარულის ქალღმერთსა და ხელისგულზე არსებულ ხაზს შორის? ამის შესახებ დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ.
ზოგჯერ საკუთარ ხელისგულს ვუყურებთ და ვფიქრობთ, თუ ამ მრავალრიცხოვან ხაზებს რა მნიშვნელობა გააჩნიათ, როგორი მომავალი გველოდება, რამდენად ხანგრძლივი ცხოვრება გვექნება და ა.ა.შ ზოგიერთ ჩვენგანს ისეთი ხაზი აქვს, რომლის არსებობის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს.
ეს მოხრილი ხაზი შუა და ნეკა თითს შორის მდებარეობს. ზოგჯერ მომრგვალებულ ხაზს ქმნის, ზოგჯერ კი შეიძლება ორ პატარა ხაზად დაყოფილი იყოს. ამ ხაზს „ვენერას სარტყელს“ ან სიყვარულის ხაზს უწოდებენ.
ხშირ შემთხვევაში ასეთი ხაზის მფლობელები ძალიან მგრძნობიარეები არიან, სიყვარულში სირთულეებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, თუ ხელისგულზე ასეთი ხაზი ვერ დაინახეთ, დიდად ნერვიულობა არ ღირს.
მათ, ვისაც ხელისგულზე ასეთი ხაზი აქვთ, მისი მნიშვნელობის შესახებ უნდა იცოდნენ:
თუ სიყვარულის ხაზს ჩაკეტილი ფორმა აქვს, სიყვარულში იმედგაცრუება გელოდებათ. რჩევა – დაე, ეს იმედგაცრუებები მომავლისთვის გაკვეთილი იყოს. შესაძლოა, ღირს ყველაფერი კარგად შეისწავლოთ და შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ.
თუ ხელისგულზე „ვენერას სარტყელი“ გაქვთ, რომელიც ნახევარ წრეს ქმნის, სიყვარულში სირთულეებისთვის მოემზადეთ. თუმცა ნერვიულობა არ ღირს, თქვენ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას და ურთიერთობაში ბედნიერების პოვნას შეძლებთ.
თუ ხაზი ორ ნახევარ წრედ იყოფა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს – თქვენ საკმაოდ ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მთავარია, მოთმინება მოიკრიბოთ და პირად ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობას და ბედნიერ კავშირს მოგიტანთ.
თქვენს ხელისგულს დააკვირდით, შესაძლოა სიყვარულის ხაზი თქვენც გაქვთ.
ასევე გირჩევთ უყუროთ ვიდეოს, ვენერას სარტყელის შესახებ და მოისმინოთ უფრო დეტალური აღწერა.