უგემრიელესი კერძი ბრინჯით, რომელიც თურქულ სასტუმროებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

0
1909

ბრინჯი გახდა ადამიანების რაციონის განუყოფელი და ძირირთადი ნაწილი თავისი კვებითი ღირებულებების,სხვა პროდუქტებთან შეხამების,მომზადების სიმარტივის და გავრცელების წყალობით. ყველა დიასახლისის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა საყვარელი რეცეპტები უკვე მობეზრებულია. დღეს გთავაზობთ გაიფართოვოთ თქვენი კულინარიული თვალსაწიერი და მოამზადოთ ბრინჯი თურქულად.

ბრინჯი თურქულად

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ბრინჯი
  • 3,5 ჭიქა წყალი
  • 40-50გ ნაღების კარაქი
  • 50-60მლ მსეზუმზირის ზეთი
  • 50მლ ლიმონის წვენი
  • მეათედი ს.კ მარილი
  • რაფინადის 2 კუბი(შაქარი)
  • 0,7 ჭიქა წვრილი ვერმიშელი

მომზადების წესი:

  1. სუფთა ბრინჯს და ბრინჯს ვერმიშელთან ერთად პარალელურად მოვამზადებთ ორ სანთურაზე.
  2. თასებში ჩაყრილ ბრინჯს დაასხით ცხელი წყალი. მოურიეთ და დატოვეთ 5-6 წუთით.წყალი შეერევა სახამებელს და თეთრ შეფერილობას მიიღებს. გადაღვარეთ ცხელი წყალი და ონკანის ცივი წყალი დაასხით.წყალში დაამატეთ 50მლ ლიმონის წვენი. ეს აუცილებელია ბრინჯის წემოვნების შესამცირებლად,რათა ის უფრო ფხვიერი გახდეს. ხელით გადაზილეთ  და გადაავლეთ ცივი წყალი. დაყარეთ საწურზე და ადროვეთ დაწდეს.
  3. მოწვით მშრალი ვერმიშელი ნაღების კარაქთან. დაელოდეთ, სანამ ის ყავისფერი არ გახდება.
  4. ორ ღრმა ტაფაზე დაასხით მსეზუმზირის ზეთი,დაუმატეთ მარილი. იმ ტაფაზე,რომელზეც სუფთა ბრინჯის მომზადებას აპირებთ, დაამატეთ ნაღების კარაქი და რაფინადის შაქარი.მოურიეთ შაქრის სრულ გალღობამდე.
  5. ტაფაზე დაყარეთ ბრინჯი, კარგად აურიეთ კარაქში. მოწვით 6-7 წუთის განმავლობაში.
  6. მეორე ტაფაზე დაყარეთ შემწვარი ვერმიშელი და გადაურიეთ.
  7. თითოეულ ტაფაზე დაასხით 3,5 ჭიქა ცხელი წყალი. დააფარეთ თავსახური და შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმდე. 5 წუთში მოურიეთ,შემდეგ 5 წუთში წყალი სრულად აორთქლდება და ბრინჯიც მზადაა.
  8. მოურიეთ,თავსახური დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

ბრინჯი გამოდის ფხვიერი და შეიწოვს ნაღების კარაქის არომატს. გემრიელად მიირთვით!