რატომ არ ვწვავ ღვიძლს და ვამზადებ მხოლოდ ქილაში.

118

ღვიძლი ძალიან მიყვარს, მარგამ ასეთი სახით ჯერ არ გამისინჯავს ! ქილაში მომზადებული ღვიძლი პროდუქტების და სანელებლების არაჩვეულებრივი შეხამების წყალობით, გამოდის პიკანტური,ნაზი და ძალიან გემრიელი. მას მოუხდება ნებისმიერი გარნირი!

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით შეძლებთ მოამზადოთ ღორის ღვიძლი ვაშლთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად.ის შეგიძლიათ გამოაცხოთ ქოთანში,ქვაბში ან ქილაში!

ღვიძლი ვაშლთან ქილაში

ინგრედიენტები:

  • 1კგ ღორის ღვიძლი
  • 4 თავი ხახვი
  • 3-4  ვაშლი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 2 ჩ.კ წითელი წიწაკა
  • 0,5 ჩ.კ ცხარე წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • ერთი მწიკვი მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

  1. გახეხეთ სტაფილო,გაასუფთავეთ ხახვი და ნახევარ რგოლებად დაჭერით. ღვიძლი საშუალო ზომის ნაჭრებად გაყავით და თასში გადაიტანეთ.
  2. ღვიძლს დაუმატეთ მარილი,წიწაკა,პაპრიკა,მუსკატის კაკალი და ნიორი. ნიორი შეიძლება იყოს გრანულირებული ან ახალი,პრესში გატარებული. კარგად გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთში.
  3. ვაშლი წილებად დაჭერით.ხახვი და გახეხილი სტაფილო ერთ ჭურჭელში ჩაყარეთ,დაუმატეთ მარილი და გადაურიეთ.
  4. ქილის ფსკერზე მოათავსეთ ხახვი და სტაფილო, მის ზემოთ დაალაგეთ ვაშლის ფენა.დაასხით მზესუმზირის ზეთი და დაუმატეთ ღვიძლის ფენა,ღვიძლის შემდეგ ისევ ხახვი და ასე გააგრძელეთ ქილის შევსებამდე. დაუმატეთ როზმარინის ტოტი. შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ქილაში, ისე ქვაბში და ქოთანში.
  5. ქილას დააფარეთ ფოლგა. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან მაშინვე არ გამოიღოთ, აცადეთ გაგრილება, რათა ქილა არ გასკდეს ტემპერატურული სხვაობის გამო.
  6. ესეც ასე,ღვიძლი ვაშლით მზადაა.გემრიელად მიირთვით !

რედაქციისგან

კერძი გამოდის ძალიან გემრიელი და წვნიანი. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურა ან პიურე. შეგიძლიათ ის მაცივარშიც შეინახოთ და, საჭიროებისამებრ,გამოაცხოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს