ყაბაყს კი არ ვწვავ, ფარშირებას ვუკეთებ – მონასტრის რეცეპტი, საუკეთესო საზაფხულო კერძი

1029

ყაბაყმა დიდი ხანია მოინადირა დიასახლისების გული. ამიტომ ზაფხულის სეზონის კერძების დიდი ნაწილი ამ უნივერსალური ბოსტნეულისგან შედგება.

ყაბაყი შეგიძლიათ შეწვათ, გამოაცხოთ, გააკეთოთ მარინადი, შეგიძლიათ გააკეთოთ ყაბაყის ხიზილალაც კი.

paparazzi.ge-ს რედაქცია დღეს შემოგთავაზებთ გამომცხვარი ფარშირებული ყაბაყის რეცეპტს. მისი მომზადება მარტივია და ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ინგრედიენტები:
  • 8 საშუალო ზომის ყაბაყი
  • 3 თავი ხახვი
  • 3 ცალი სტაფილო
  • 30 გ. კარაქი
  • 50 გ. კამა
  • 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
  • 200 გ. მდნარი ყველი
  • მწარე წიწაკა, დაფქული წიწაკა, დაფნის ფოთოლი, სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
  1. ყაბაყი უმჯობესია იყოს ქორფა. ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, ბრინჯის მაგივრად შეგიძლიათ მაგრად მოხარშული დაჭრილი კვერცხი შეურიოთ. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
  2. დაჭერით ხახვი წვრილად, მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო. მოშუშეთ ორივე ერთად მცენარეულ ზეთში.
  3. პატარა კუბიკებად დაჭერით მდნარი ყველი. დაამატეთ ტაფაზე და  აურიეთ. შემდეგ დააყარეთ წინასწარ მომზადებული ბრინჯი და კარაქი. კარგად აურიეთ და დააფარეთ თავსახური.
  4. წვრილად დაჭერით მწვანილი და წითელი წიწაკა. დაუმატეთ ნებისმიერი თქვენი საყვარელი სანელებელი და შეურიეთ ბრინჯს. აურიეთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა უნდა იყოს ცოტათი ცხარე და მარილიანი. თქვენი შიგთავსი მზად არის.
  5. დაჭერით ყაბაყი ქილის ფორმაზე, ამოჭერით გული. შეგიძლიათ დაუტოვოთ თითოეულ ნაჭერს ძირი, მაგრამ ეს უფრო დიდ დროს წაიღებს.
  6. ყაბაყის ამოჭრილი გულები დაჭერით წვრილად და შეურიეთ შიგთავსში. ამოავსეთ ყაბაყი შიგთავსით, ჩაალაგეთ მულტისახარშში ან ჩვეულებრივ დაბალ ქვაბში, დაასხით 50-100 მლ წყალი და ადუღეთ 25 წუთი სრულ მზადყოფნამდე.

ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ 1-2 კოვზი არაჟანი ან ტომატი.

ამ წესით მომზადებული ყაბაყი ძალიან გემრიელი გამოდის და საოცარ სურნელს აფრქვევს. ფარში შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტებით ჩაანაცვლოთ.  გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს