ოთახის ყვავილები აცოცხლებს გარემოს და ახარებს თვალს. ოღონდ არა იმ შემთხვევაში, როცა მათი განლაგება ქაოსურია და ფესვები ვერ ეტევა პატარა პლასტმასის ქოთნებში. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება,რათა ოთახის მცენარეები ალამაზებდეს ინტერიერს და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს.
ოთახის მცენარეები და ინტერიერი
ოთახის მცენარეებისადმი მიზიდულობა მარტივი გასაგებია. შესაძლოა, ქვეცნობიერად გვენატრება ის დრო, როცა ბუნებასთან ახლოს ვცხოვრობდით. ხშირად სურვილი გვიჩნდება ბინაშიც ვხედავდეთ ამ ბუნების ნაწილს. ყოველი მეორე დიასახლისი დარწმუნებულია, რომ თუ ფანჯრის რაფაზე პლასტმასის ქოთნებს დაალაგებს, ოთახი ბევრად გალამაზდება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა.
პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარეებს სჭირდება რეგულარული მოვლა. აუცილებელია მათი მორწყვა, გადარგვა,ფოთლების გაწმენდა მტვრისგან… თანამედროვე დიასახლისებს ამისთვის უბრალოდ დრო არ რჩებათ. შედეგად მცენარეები ჭკნება,ხმება,ცვივა ფოთლები.
ოთახის ყვავილი-ეს არა მხოლოდ მცენარეა, არამედ ის ჭურჭელიცაა,რომელშიც ცხოვრობს. ფერადი ქოთნები არ ალამაზებს ინტერიერს, არამედ ქმნის გამაღიზიანებელ ვიზუალურ ლაქებს.
ლამაზი ჭურჭლის გარეშე ყველაზე გასაოცარი მცენარეც კი კარგავს საკუთარ მომხიბვლელობას. სტილური ქოთანი კი,პირიქით, გარდაქმნის ყვავილს.
ოთახის პატარა მცენარეების ქოთნები არ დააწყოთ პირდაპირ იატაკზე, რადგან ის ყველას ხელს შეუშლის, ცხოველებმა ან ბავშვებმა შეიძლება ისინი წააქციონ და დაყრილი მიწა ყველაფერს დასვრის. უნდა შეარჩიოთ მათთვის ღირსეული ადგილი, სადაც მცენარე მიიღებს საკმარის სინათლეს და ოთახის სრულფასოვანი მორთულობა გახდება.
თუ სახლში რაფაზე საკმარისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური სადგამი. ეს ბევრად უფრო ესთეტიურიც იქნება და ყვავილი მიიღებს საჭირო მზის შუქს.
უნდა გაურბოდეთ უცნაური ფორმის სადგამებს. ბოლომდე ნათელი არაა, თუ სადაა აქ ესთეტიკა და ,ზოგადად, რა საჭიროა უამრავი ყვავილის ერთ ადგილას მოთავსება.
უმჯობესია ყვავილებისთვის შეარჩიოთ ერთი სტილი და ფერის ქოთნები. მაგალითად,შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ფორმის თეთრი ქოთნები-ძალიან ლამაზი შესახედი იქნება. ზედმეტად არაფრის გამორჩევა მოხდება.
თუ რაღაც მიზეზის გამო არ შეგიძლიათ მცენარის გადარგვა, ჭურჭელი კი უკვე არაპრეზენტაბელურად გამოიყურება,არსებობს სხვა გამოსავალიც-ჯუთის,ჯვალოს,ნაჭრის ქოთანი. მასში შეიძლება ძველი ქოთნის მოთავსება, მისი ნაკლოვანებების ლამაზად დამალვა.
ყველაფერში აუცილებელია ზომიერება და თავშეკავება. ზედმეტად ბევრი ყვავილი ოთახში შექმნის ქაოსის და უწესრიგობის განცდას.არსებობს გამონაკლისებიც.საზღვარგარეთ პოპულარულია ინტერიერის გაფორმება “jungalow”-ის სტილით-ოთახის ჯუგნლების შექმნა.
ყვავილების განლაგება უნდა იყოს წინასწარ მოფიქრებული და ჰარმონიული. ასევე არ ღირს მსგავსი გატაცებით დაკავება, თუ არ შეგიძლიათ მცენარეთა შესაბამისი მოვლა.
თქვენ გაქვთ სახლში ოთახის ყვავილები? როგორ ფიქრობთ,ისინი ალამაზებს ოთახს თუ,პირიქით, ამახინჯებს ინტერიერს?