არ გაამრავლოთ ეს კულტურები თქვენს ნაკვეთზე, თორემ ის თქვენს თავის ტკივილად იქცევა.

1818

ხდება ხოლმე, ბაღში ჩვენს მიერ მომრავლებული მცენარეები პრობლემად იქცევა, სწრაფად იპყრობენ მთელს ნიადაგს და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მათ მოსაშორებლად.

ისინი უჩუმრად მრავლდებიან ჩვენი ჩარევის გარეშე და ზოგჯერ ჩვენი ჩარევის შემდეგაც რთულია მათი შეჩერება. მოდით, ვნახოთ, რომელი მცენარეებია ეს:

რომელი კულტურის დარგვა არ შეიძლება ბაღში

  • ჯიჯილაყა – მიუხედავად ჯიჯილაყის საყოველთაო აღიარებისა XXI საუკუნის მარცვლად, არ გირჩევთ პატარა ნაკვეთზე მის დარგვას. გინდათ თქვენ ეს თუა არა, მცენარე სწრაფად დაიკავებს მთლიან ნაწილს. საქმე იმაშია, რომ ჯიჯილაყაა ფანტავს ათიათასობით თესლს და რთული მისახვედრი არ არის, რაც მოხდება.
  • ბაღის დანდური – ეს მცენარე სარეველად ითვლება, მაგრამ ზოგან საკვებად იყენებენ და ამრავლებენ. თუ მის მოშენებას გადაწყვეტთ ნაკვეთის რომელიმე ნაწილზე, მალე დანდურის ულამაზესი ყვავილები ბაღის ყველა კუთხეში შეგხვდებათ.
  • წვიტა – ეს ეფექტური და ლამაზი მცენარე არც თუ ისე ადვილი მოსაშორებელია. საითაც დაუბერავს ქარი, იქ გაჩნდება. კარგი ის არის, რომ ერთწლიანია და დიდხანს ბრძოლა არ მოგიწევთ მასთან.
  • მჟაველა – ბევრი მებაღე თავისი ნებით რგავს მჟაველას ზოგიერთ სახეობას თავის ნაკვეთზე. ძალიან ლამაზია პატარა, ხალიჩასავით მოფენილი მიწაზე, მაგრამ ამ სილამაზის უკან საფრთხე იმალება. მჟაველას თესლი ძალიან დიდ მანძილზე იფანტება. ამის გარდა, იზამთრებს და უცბად მრავლდება.
  • გვიმრა – ეს მცენარე ნამდვილად ლამაზია, მაგრამ მისი გამრავლება უმართავი ხდება და ბრძოლა რთული იქნება. ამიტომ დარგეთ ეს მშვენიერება მიწის შემოსაზღვრულ ადგილებზე, რომ არ გადავიდეს სხვაგან
  • ფალოპია – ხშირად ეს ლამაზი მცენარე დიდი ფოთლებით, დეკორატიული მიზნით ირგვება იაპონური ბაღების იმიტაციისთვის. მაგრამ ჩვენს პირობებში არ ყავს მავნებლები, ამიტომ სწრაფად და უპრობლემოდ მრავლდება. აქვს ძლიერი და დიდი ფესვები, უცბად ედება მთელს ბაღს.
  • ბუერა ჰიბრიდული – ეფექტური და საინტერესო ფორმის მცენარეა, აქვს ულამაზესი ყვავილები, მაგრამ 1-2 წელიწადში გადაგახვნევინებთ მთელს ნაკვეთს. ამიტომ ნუ გარისკავთ და თავიდანვე შეიკავეთ თავი მისი სტუმრობისგან თქვენს ბაღში.
  • სვია – თუ ამ მცენარით გადაწყვიტეთ ბაღის გამრავალფეროვნება, კარგად დაფიქრდით. მისგან გათავისუფლება მხოლოდ ჰერბიციდებით არის შესაძლებელი, რადგან ფესვებით ძალიან ღრმად ჩადის მიწაში. ამასთან, ალერგიულმა ადამიანებმა მისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.
  • დეკორატიული ჟოლო – ეს ლამაზი და უცნაური გემოს ბუჩქი უმართავად და ქაოტურად გაიზრდება. მაცდურად გამოიყურება მისი ნაყოფი, მაგრამ არ დანებდეთ! მისი მცოცავი ფესვები ნამდვილ ომს გადაგატანინებენ.
  • ცირცელი- ეს მცენარე უძლებს ყველაფერს: მზის შუქის, საკვები მინერალების ნაკლებობას. ვერც კი წარმოიდგენთ რა ინტენსიობით შეიძლება გაიზარდოს. საინტერესოდ კი გამოიყურება, მაგრამ არ გირჩევთ – არ ღირს იმდენ დროდ და ნერვებად, მისი მოშორება რაც დაგიჯდებათ.

ეს რა თქმა უნდა სრული სია არ არის ბაღის მავნებლების, რომელთაც უნებურად ვუშვებთ ჩვენს ნაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ უწყინარები და ლამაზები არიან ერთი შეხედვით, უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ და გაუფრთხილდეთ თქვენს ბაღს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს