ძალიან დავიბენი, არ ვიცი რა ვქნა რადგან მეუღლემ საყვარელი გაიჩინა.

548

როგორ უნდა მოახდინო სწორი რეაგირება იმაზე, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს? ეს საკითხი აწუხებს 37 წლის ანასტასიას. ქალი მიიჩნევს, რომ განქორწინება არაა გამოსავალი და ძალიან სურს იპოვოს ოჯახის შენარჩუნების გზა.

ქმარმა გაიჩინა საყვარელი

“ბევრი ისტორია მსმენია დაქალებისგან, რომ საყვარლებმა ქმრებს ოჯახები დაატოვებინეს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, მსგავსი პრობლემის წინაშე მეც თუ აღმოვჩნდებოდი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ცუდ მელოდრამებში: ტუჩსაცხი საყელოზე, ხასიათის უეცარი ცვლილებები, საეჭვო კონტაქტები ტელეფონში…

ერთხელ მათ შევუსწარი კიდეც. დას ვესტუმრე და სახლში რომ ვბრუნდებოდი, შევამნიე ჩემი ძვირფასი როგორ ეხუტებოდა ერთ ქალბატონს. ერთი შეხედვით, 25 წლის გოგონას ჰგავდა.

თავიდან გადავწყვიტე მეუღლისთვის არაფერი მეთქვა. როცა თოჯინასთან შეხვედრის შემდეგ ის სახლში ბრუნდება, ბრწყინავს! მჩუქნის საჩუქრებს, ყვავილებს. 5 წლის განმავლობაში ერთი ვარდიც კი ვერ გაიმეტა, ახალი კი თაიგულებით მანებივრებს !

ერთხელ მის ტელეფონში ჩავიხედე და წავიკითხე, თუ რაზე ჭუკჭუკებდნენ. საინტერესო ვერაფერი ვიპოვე. გოგონა საკმაოდ სულელი მომეჩვენა. დარწმუნებული ვარ, სერიოზული ურთიერთობა არ აქვთ. როგორც ჩანს, ის ჩემს  ნიკაზე ყურებამდეა შეყვარებული  და ამის ხარჯზე ჰყავს გამოჭერილი.

არ იფიქროთ, რომ ის გოგო მებრალება, თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რაში ყოფდა თავს. ჩემი ქმარი ნამდვილი ალენ დელონია ახლგაზრდობაში! ძნელია ასეთი მამაკაცი არ შეგიყვარდეს…

თუმცა ეს ისტორია მაინც მაღელვებს. არ მინდა მათი რომანი დიდხანს გაგრძელდეს. ნიკა მზრუნველი ადამიანია, ქალმა შეიძლება თავი შეაცოდოს და ოჯახიც კი დაანგრევინოს.

როგორ მოვიქცე? აკურატულად როგორ ჩამოვაშორო მეუღლე ახალგაზრდა საყვარელს? განქორწინება გამოსავალი არ არის, მე მიყვარს ჩემი ქმარი და მას ასე მარტივად არავის დავუთმობ. თუმცა მისი ღალატის დიდხანს მოთმენასაც არ ვაპირებ..

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს