მირჩიეთ, როგორ შევაცვლევინო მეუღლის ნათესავებს ჩემზე ნეგატიური შეხედულება.

0
380

როგორ უნდა მოქცე, როცა მეუღლის ნათესავების უარყოფითი წარმოდგენა შენზე გიშლის ხელს მშვიდად ცხოვრებაში და ოჯახური საღამოების მათთან გატარებაში? ამ სტატიაში მოგიყვებით თაკოს ისტორიას, რომელსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს.

დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ, ჩვენი ბრძენი და გულისხმიერი მკითველები თქვენი რჩევებით დაგვეხმარებით ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში,ძალიან მადლიერნი დაგრჩებით!

ნათესავების შეხედულება

წინა უქმეებზე ჩემი მული დაბადების დღეს აღნიშნავდა. სიდედრ-დედამთილმა ნამდვილი ბანკეტი მოუწყვო. დღესასწაულზე დაპატიჟეს ნათესავები და ახლობლები. ერთადერთი ადამიანი, ვისი ადგილიც იქ არ იყო – მე ვიყავი.

როცა დაგვპატიჟეს, მეუღლემ მითხრა, რომ ჯობდა მასთან ერთად არ წავსულიყავი. მან იცოდა, რომ მისი ნათესავები ჩემზე არ გიჟდებოდნენ და დღესასწაულზე სურდა მათთან კონფლიქტისთვის თავის აერიდებინა…

მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. უფრო გონივრული იქნებოდა სახლში დარჩენა. თუმცა მაინც გულნატკენი დავრჩი, ქმარმა ნეიტრალური პოზიცია რომ დაიჭირა. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მისი მეუღლე ვარ და არა მეგობარი გოგონა…

გიას ნათესავებს გაცნობის პირველივე დღიდან არ მოვეწონე. ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარი, მათთვის არასასურველ სტუმართა სიაში ისე მოვხვდი. პირველმა, თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, დედამთილმა გამოავლინა. შემდეგ მას მულიც აჰყვა…

ორივე დაწრმუნებულია, რომ მათი გიას შესაფერისი არ ვარ. მუდმივად ცდილობენ დაითანხმონ, რომ მიმატოვოს და ვინმე უკეთესი იპოვოს. მე ხომ კახპასავით ვიცვამ და სოფლელივით ვიქცევი… 

რამდენჯერმე ვეცადე დედამთილთან დალაპარაკება. ვეცადე ამეხსნა, რომ ის უმიზეზოდ იყო ჩემზე გაბოროტებული და მტრობა სისულელე იყო. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვა… არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ამ ოჯხამა მიმიღოს.”

რა შეგიძლიათ ურჩიოთ ჩვენი ისტორიის გმირს? ოდესმე გიწევდათ მტრულად განწყობილ ნათესავებთან შერიგება?