ჩემს 21 წლის ვაჟს სურს მასზე 9 წლით უფროს საცოლესთან თანაცხოვრება

1575

როგორ ფიქრობთ, ქორწინებაში ასაკობრივ სხვაობას აქვს მნიშვნელობა? მართალია, ეს უკვე მოძველებული თემაა,მაგრამ საზოგადოება დღემდე ორ ნაწილად იყოფა. ერთნი მიიჩნევენ,რომ ნამდვილი სიყვარული არ ცნობს არანაირ შეზღუდვებს, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ქორწინებაში ბედნიერება ვერ დაისადგურებს, თუ ერთ-ერთი პარტნიორი გაცილებით უფროსია მეორეზე.

ჩვენი ისტორიის გმირი-ქალბატონი ნათელა-მეორე პოზიციას ემხრობა. საინტერესოა, თუ რა პრობლემებია ახალგაზრდა ბესოს ურთიერთობაში, რომ დედა მისი წინააღმდეგია.

ასაკობრივი სხვაობა ქორწინებაში

ამას წინათ ჩემმა ვაჟმა განმიცხადა, რომ საცოლესთან ერთად სურდა ცხოვრება. ბესო 21 წლისაა, მისი რჩეუილი კი-30. თავიდან გაოგნებული ვიყავი და ვიფიქრე, რომ ის ხუმრობდა,თუმცა მისი განზრახვა სერიოზული იყო.

ბესო უნივერსიტეტში სწავლობს. მე და ჩემი ქმარი მას ფინანსურად ვუზრუნველვყოფთ, დღემდე ვაძლევთ სახარჯო ფულს. მე მისი მუშაობის წინააღმდეგი ვარ, რადგან მინდა კარგად ისწავლოს და ყურადღებაზე არაფერზე გაეფანტოს. ყოველ შემთხვევაში, სახლში ქალები აქამდე არ მიუყვანია.

ახლა კი ასეთი ამბები მესმის! მე თავიდანვე მოვუყვანე მას უამრავი არგუმენტი, თუ რატომ არ ღირდა მსგავსი ურთიერთობის დაწყება. ვაჟს ჩემი მოსმენაც კი არ სურდა, მამამისი დანებდა და შვილი თავის ნებაზე მიუშვა. ის იზიარებს ჩემს მხარეს, თუმცა არ თვლის საჭიროდ ზედმეტად ელაპარაკოს ვაჟს.

დედის განცდები

ბესო ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდაა და ვერ ხვდება, რას აკეთებს. ამას გარდა, გავარკვიე, თუ რას საქმიანობს ეს ქალი და მისი ოჯახი. თავად ის არ მუშაობს, ცხოვრობს მშობლებთან, რომლებიც დალევაზე უარს არასოდეს ამბობენ. არ მინდა ჩემი შვილი მსგავს ატმოსფეროში  იმყოფებოდეს!

გამოდის, რომ ისინი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ. თუმცა ეს შვებას არ მგვრის! პირველ რიგში, არ მინდა უცხო ადამიანთან ერთჭერის ქვეშ ცხოვრება, ასევე ჩემი შვილი ვეღარ შეძლებს სრულფასოვანი განათლების მიღებას.

ვერც მშვიდმა საუბრებმა და ვერც კამათმა შედეგი ვერ გამოიღო. ამას წინათ ბესომ სახლში დაპატიჟა მისი საცოლე, რათა ერთმანეთი გაგვეცნო.მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ სიმართლეში. წყნარი, თავდავიწყებული, სიტყვის წარმოთქმაც რომ ეშინია. მთელი საღამო ჩაის სვამდა და არაფერზე ლაპარაკი არ სურდა. როგორც ჩანს, გრძნობდა, რომ სიტუაცია საკმაოდ უხერხული იყო. 

ნუთუ ის ვერ ხვდება, რომ ბესოს თავის თანატოლს უნდა ხვდებოდეს? ჯობს მანაც იპოვოს ზრდასრული და უზრუნველყოფილი მამაკაცი. ჩემი ვაჟი ხომ სტუდენტია, რომელიც მხოლდ ახლა იშენებს მომავალს. ვშიშობ, თუ ისინი ჩვენთან დაიწყებენ ცხოვრებას, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ჩემი ვაჟი შეწყვეტს სწავლას და დაიწყებს მუშაობას.

არ ვიცი ბესოს რა მოვუხერხო, მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.ჩემი მეუღლე თვლის, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ ყველაფერს თანაცხოვრების შემდეგ.

რედაქციისგან

დედებისთვის დამახასიათებელია ზრუნვა და წუხილი საკუთარ შვილებზე მაშინაც კი, როცა ისინი უკვე ზრდსრულები არიან. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ შეცდომებზე სწავლა. ბესოს და მისი საცოლის კავშირი შეიძლება მტკიცე და ურყევი აღმოჩნდეს. შესაძლოა,ქალბატონი ნათელაც მართალი იყოს.

ზოგი ჩათვლის, რომ საჭიროა შვილთან სხვაგვარად დალაპარაკება. მან უნდა გაიაზროს, რომ ქალთან თანაცხოვრება დიდი პასუხისმგებლობაა.

თქვენ რას ურჩევთ ქალბატონ ნათელას? თვლით თუ არა, რომ ქორწინებაში ასაკობრივი სხვაობა დიდი პრობლემაა? გაგვიზიარეთ თვქენი შეხედულებები კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს