ხოჭოები, ობობები მაშინვე გაქრნენ, რაც დედამ ეს სურნელოვანი მცენარე მოიტანა

2474

როგორ დავრგოთ სახლში პიტნა, ისე, რომ სამუდამოდ გავაქროთ კოღოები და სხვა მწერები, ავავსოთ ოთახი სასიამოვნო არომატით, გავალამაზოთ ჩვენი ფანჯრის რაფა და კერძები? რითი განსხვავდება ოთახის პიტნა მინდვრის და სხვა ველურად მზარდი პიტნებისგან? მოდით, გავერკვეთ:

როგორ დავრგოთ პიტნა

პიტნის სახეობები

ბუნებრივ პირობებში ხშირად შეგხვდებათ მინდვრის პიტნა (Mentha arvensis). ეს არის მრავალწლიანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახიდან. კულტურული ჯიშებიდან კი ცნობილია ბაღის პიტნა. მისი ამოცნობა ყველას შეუძლია მკვეთრი და დამახასიათებელი  მენთოლის სურნელით.

პლექტრანტუსი (Plectranthus) – სულ სხვა ოჯახს მიეკუთვნება. მას კიდევ ეძახიან შინაურ პიტნას, ჩრჩილის ხეს, რადგან მისი სუნი აფრთხობს ჩრჩილის პეპელას. ის მდიდარია ეთერზეთებით, მაგრამ მინდორში ხარობს მხოლოდ სუბტროპიკულ ჰავაზე. სხვა შემთხვევაში ამრავლებენ ქოთანში.

პლექტრანტუსი გამოირჩევა ლამაზი ფოთლებით. აქვს 300-ზე მეტი ნაირსახეობა და გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე ხალხურ მედიცინაშიც.

გრუნტი და დარგვა

პლექტრანტუსის გასამრავლებლად საჭიროა ნოყიერი ნიადაგი დაბალი მჟავიანობით. იდეალურია ერთი წილი გადამწვარი ნაკელი, ორი წილი ტორფი, ერთი წილი ტყის მიწა და ერთი წილი ქვიშა.

ქოთნის ძირზე ჩაყარეთ სადრენაჟო ფენა (კენჭები, სპეციალური თიხა). პიტნის ფესვები სწრაფად იზრდება და ამიტომ აიღეთ დიდი მოცულობის ქოთანი.

მოვლის პირობები

მცენარეს ჭირდება გაფანტული განათება, პირდაპირი მზის სხივების გარეშე. მიწა ყოველთვის უნდა იყოს სველი. ტემპერატურა 18-25 გრადუსი ზაფხულში, ზამთარში კი 15-17.

მორწყეთ ფესვებთან, რადგან წყლისგან ფოთლები დაულაქავდება. წყალი უნდა იყოს რბილი და შედარებით თბილი. თვეში ერთხელ ქოთნის პიტნა კვებეთ კომპლექსური სასუქით მოყვავილე კულტურებისთვის.

გამრავლება და გადარგვა

პიტნა შეგიძლიათ გაამრავლოთ თესლით, მაგრამ ამ დროს შეიძლება მცენარე დედისგან განსხვავებული გაიზარდოს.

ნერგით გასამრავლებლად მოაწყვიტეთ ზაფხულში ტოტის ზედა მხარე, ჩადეთ ფესვების გასააქტიურებელ ხსნარში ცოტა ხნით და ჩარგეთ ტენიან სუბსტრატში.

დააფარეთ მინი სათბური პლასტიკატის ბოთლისგან და მორწყეთ სისტემატიურად. 2-3 კვირის შემდეგ ნერგი მზად იქნება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ფოთლების მოკრეფის წესი

იმისათვის, რომ მცენარე არ დავაზიანოთ, უნდა მოვკრიფოთ სწორად: მოწყვიტეთ ფოთლები სხვადასხვა მხარეს და დატოვეთ 0,5 სმ მოწყვეტილი ღეროს ნაწილი.

მოწყვეტის ადგილას მალე ახალ ფოთლებს ამოიყრის, დაგიფრთხობთ მწერებს და გაგაბედნიერებთ სასიამოვნო არომატითა და სილამაზით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს