უტყუარი შინაურული საშუალებები, რომელიც კოღოების შემოტევისგან დაგიცავთ.

0
1232

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ  მოამზადოთ სახლის პირობებში კოღოების საწინააღმდეგო საშუალება. ის ძალიან სასარგებლო იქნება ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვის.

უტყუარი საშუალებები კოღოს წინააღმდეგ

  • მიხაკი – სანელებელი ზემდეტად არომატულია კოღოებისთვის, რომელიც მათ აფრთხობს. ის მარტივად მზადდება: 5გ მიხაკს დაასხით 200მლ წყალი და წამოადუღეთ. როცა წყალი დუღილს დაიწყებს,ცეცხლი შეანელეთ და  კიდევ 15 წუთი ადუღეთ. შემდეგ გააგრილეთ სურნელოვანი ნაყენი და დაუმატეთ 1 ს.კ სპირტი. ხსნარი შეიზილეთ კანზე და მოასხურეთ ტანსაცმელზე,მოარიდეთ პირის და თვალების მიდამოს.
  • ჩაის ხის ზეთი – ეთერზეთიც ეფექტურია მწერების წინააღმდეგ. ჩაის ხის ზეთი იხსნება წყალში ან სპირტში 1:3 პროპორციით. შემდეგ ასხამენ მოსახერხებელ ჭურჭელში, ბოლოს კი დაიტანენ კანსა და ტანსაცმელზე. ამის გაკეთება პულვერიზატორით ჯობს. მსგავსი დამუშავება ეფექტრურია 4-6 საათის განმავლობაში. არსებობს მოსაზრება, რომ ის აფრთხობს რწყილებსაც. ამ საშუალების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ტანსაცმელზე ლაქებს ტოვებს.
  • კუპრი – ეს საშუალება მათთვისაა,ვინც ბუნებაში კოღოების ტყვეობაში აღმოჩნდა. მათთან ბრძოლაში გასამარჯვებლად, დაგჭირდებათ კუპრი და არყის ხის ქერქი. მოჭერით ქერქის ნაწილი და მასზე დაიტანეთ ფისი,ბოლოს ის დაიმაგრეთ თავზე.
  • ვანილინი – ამ საშუალებას იყენებენ გამოცდილი დედები თავიანთი პატარების დასაცავად. ვანილინს საბავშვო კრემს ურევენ და კანზე უსვამენ. ასევე შეიძლება 2გ ვანილინის გახსნა 150მლ წყალში და ამგვარად კანზე დატანა. ეს უსაფრთხო მეთოდია ბუნებაში დაიცვათ საკუთარი თავიც და თქვენი პატარაც,თუ ზედმეტად მგრძნობიარე არ ხართ მკვეთრი სუნის მიმართ.
  • ნიორი – ეფექტურად აფრთხობს ადამიანებსაც კი. საკმარისია გაღეჭოთ ნივრის რამდენიმე კბილი და საყვარელ ადამიანსაც კი აღარ გაუჩნდება თქვენი კოცნის სურვილი.

კოღოების საწინააღმდეგო საოჯახო რეცეპტები-ეს მოგზაურების და მეთევზეების მრავალწლიანი გამოცდილებაა. ვიღაც ამბობს, რომ კოღოებს აფრთხობს ჭიანჭველას მჟავით, ვიღაც თევზაობისას არარაფინირებულ ზეთს იყენებს. თქვენ რომელ საშუალებას ანიჭებთ უპირატესობას?