ზაფხული – მრავალფეროვანი რაციონის სეზონია, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბოსტნეული. დახლებზე გამოჩნდა გემრიელი და წვნიანი ყაბაყი. გაგისინჯავთ ყაბაყისგან მომზადებული სპაგეტი ქათმის ფილესთან ერთად?
ყაბაყის სპაგეტი
ყაბაყის სპაგეტი მაკარონის ნაწარმის საუკეთესო ალტერნატვაა. ზაფხულში ხომ რამე მსუბუქი და ახალი გვინდა. ამასთან, სტუმრებსაც გააოცებთ კრეატიულობით. ყაბაყი დიეტური პროდუქტია და სასარგებლოა ყველასთვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს.
ინგრედიენტები:
- 300 გ. ქათმის ფილე
- 1 ცალი ყაბაყი (დაახლოებით 600 გ.)
- 2 თავი ნიორი
- 100 გ. მდნარი ყველი
- 80 მლ. რძე
- მარილი, პილპილი, ორეგანო
მომზადების წესი:
- დააქუცმაცეთ ქათმის ფილე. ყაბაყი გახეხეთ გრძლად, როგორც კორეული სტაფილო, ან დაჭერით რგოლებად.
- გაახურეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი. ჯერ მაღალ ცეცხლზე შეწვით ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი.
- შემდეგ დაამატეთ ყაბაყი, შეწვით 4-5 წუთი და თან ურიეთ.
- ამასობაში მოამზადეთ ნაღების სოუსი. ბლენდერში მოათავსეთ მდნარი ყველი და ცხელი რძე. დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე.
- მოასხით სოუსი შემწვარ სპაგეტს და აურიეთ. ადუღეთ რამდენიმე წუთი, ბოლოს დაუმატეთ ორეგანო ან თქვენთვის მისაღები სანელებელი.
სულ ეს არის! ყაბაყი ნაღების სოუსით აღმოჩენა იქნება თქვენთვის. ქათმის ფილეს მაგივრად შეგიძლიათ შეურიოთ სოკო, სოიოს ხორცი, ან ყველი ტოფუ. ჩართეთ ფანტაზია და დატკბით ამ სასარგებლო, ნოყიერი და დიეტური კერძით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს