როგორ გვეხმარება ლიმონი შეშუპებებსა და ჭარბ წონასთან ბრძოლაში. გიზიარებთ რეცეპტს

791

ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა, ჩვენს დროში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. უნდა აღინიშნოს, რომ მას სხვადასხვა ასაკის ადამიანი აწყდება, იქნება ეს ქალი თუ მამაკაცი. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ჭარბი კილოგრამების მარტივად დაკლება. ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გიამბოთ ერთი სასმლის შესახებ, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და გაშორებთ ჭარბ წონას. მისი მთავარი ინგრედიენტია ყველასათვის ცნობილი ლიმონი. იმედია, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ლიმონი
  • 5 კბილი ნიორი
  • 2 სმ ჯანჯაფილის ნაჭერი
  • 1 ლ მინერალური წყალი

მომზადება და გამოყენება

1. გაფცქვენით ნიორი და ჯანჯაფილი, შემდეგ დააქუცმაცეთ. გაჭერით ლიმონი და დაწურეთ წვენი.

©Pixabay

2. ლიმონის კანი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და აადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ წყალს ნიორი და ჯანჯაფილი, დაახურეთ სახურავი და გამორთეთ ცეცხლი. აცადეთ მასას დაყენება დაახლოებით 20 წუთით. გადაწურეთ ეს ყველაფერი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოათავსეთ სასმელი შუშის კონტეინერში.

©Pixabay

მიირთვით 150-200 მლ მზა სასმელი ყოველ დილით, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. თქვენი გემოვნებით დაუმატეთ თაფლი და პიტნა. მიირთვით სასმელი 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისხვენეთ 10 დღით და, სურვილისამებრ, გაიმეორეთ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს