როდესაც დედაჩემმა ჩემი ქმარი გაიცნო, მისი სამყარო თავდაყირა დადგა

0
2271

რა კარგია, რომ საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ თავისუფლდება უაზრო სტერეოტიპებისგან. ის, რომ ქალის ფუნქცია არის სახლის საქმე, დალაგება, საჭმელი – წარსულს ბარდება. ჯანსაღი ფემინიზმი ბევრ სწორ მიმართულებას აძლევს ადამიანს. ქალები უკეთ იცავენ თავის უფლებებს და უფრო მომხიბვლელები ხდებიან.

თანამედროვე ქალში ერთად არის ქალურობაც და სიძლიერეც. მას შეუძლია ძლიერი სიყვარული და იგივეს ითხოვს. დღეს მოგიყვებით ნამდვილ ქალურ ბედნიერებაზე, ურომლისოდაც, ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი კარგი. რა იყო ბედნიერება ადრე და რა არის ახლა – მოდით, განვიხილოთ.

ქალი და ურთიერთობები

“… როდესაც დედამ ჩემი ქმარი გაიცნო, მასში ტექტონიკური ძვრები მოხდა. აღმოაჩინა, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ამბობენ: “ჩვენ ” და არა “მე” – “ჩვენ” ვიყიდეთ სახლი, ჩვენ მოვწმინდეთ იატაკი, ჩვენს ნიჟარაში ბევრი გასარეცხი ჭურჭელია, ჩვენ გავაკეთეთ სადილი…

ჩემი და დედამთილის ურთიერთობა არანაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა დედისთვის. ის იყო, უნდა გადახვეოდა ჩემს დედამთილს და მადლობა ეთქვა მისი ქარაფშუტა ქალიშვილის მიღებისთვის, რომ დედამთილმა ინგლისურიდან გადათარგმნა მთხოვა: – როგორ გაუმართლა ჩემს ვაჟს, ასეთი საოცარი გოგო რომ ყავს ცოლად – ძალიან ჭკვიანი და ძალიან ლამაზიო!

დედას მოულოდნელობისგან ყბა ჩამოუვარდა და მძიმედ სუნთქვა დაიწყო. “რა მოუვიდა” – შეშფოთდა ჩემი დედამთილი, გადავუთარგმნე დედას მისი სიტყვები. დედამ კი, ჯერ კიდევ შოკში მყოფმა, ამოილუღლუღა: “ჩემთვის ძალიან უჩვეულოა დედამთილისგან ასეთი კარგი დამოკიდებულებაო”.

როცა მრავალი წლის წინ მამაჩემმა საცოლე დედასთან მიიყვანა გასაცნობად, სადედამთილომ კბილებიდან გამოცრა: “სად იპოვე ეს უშნო, რად გინდაო?” სამწუხაროდ დედას ეს სიტყვები გაუგია. ის იყო ცეცხლივით რიჟა და ჭორფლიანი და ძალიან, ძალიან ლამაზი.

თუმცა, დედამ არ იცოდა ლამაზი რომ იყო. მაშინ გოგოებისთვის ამის თქმა არ შეიძლებოდა და არც არავის უთქვამს. 

დედა ყველანაირად ცდილობდა თავი მოეწონებინა დედამთილისთვის, თავჩახრილი მუშაობდა ბოსტანში, ათრევდა კარტოფილის ტომრებს, ყოველდღე წმინდავდა იატაკებს, დილიდან სამზარეულოში ფუსფუსებდა.

დედამთილი კი სულ უკმაყოფილო იყო და თოვლის დედოფლის როლი მოირგო.

ბოლოს, ჩემმა დაწუნებულმა დედამ მოუარა დედამთილს უკანასკნელ დღეებში, ბოლომდე პატივი სცა. ის კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ერთი მადლობაც არ უთქვამს რძლისთვის. 

ოჯახური სცენარი

  საბედნიეროდ, ოჯახური სცენარი ყოველთვის ერთნაირად არ ვითარდება. თითქოს, ცდილობ ამ სცენარის თავიდან დაწერას, ზოგჯერ გამოგდის, ზოგჯერ – არა. 

მრავალი წელი დამჭირდა, რომ ჩემი საგვარეულოს ქალების როლი შემეცვალა. გლეხი გოგონების როლი: არჩევანი რომ არ ქონდათ ისეთი ცხოვრების. დედაჩემი თვლიდა, რომ ნამდვილი ქალი შრომით ფასდება და რაც უფრო მეტ ტომარას მოიკიდებს ზურგზე, უფრო კარგია. მე კი სხვა რამ მინდოდა…

ხანდახან ძალიან მწყდებოდა გული: რამდენი დრო დაკარგა ტყუილად. მაგრამ როცა მე შემომხედავს, იტყვის, რომ არც ისე! მე სულ სხვა რელსებზე დავდექი და მემგონი, ეს საუკეთესო რამ აღმოჩნდა მისთვის. 

პანდემიის გამო იშვიათად ვნახულობ ჩემს დედამთილს. ბოლოს დედის დღეს შევხვდი. ის ინვალიდის სავარძელში იჯდა, მომიახლოვდა და დახრა მთხოვა. ჩუმად, ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში: “მადლობა ჩემი შვილის ასე სიყვარულისთვის”. მე გავუღიმე და ვუთხარი: «He made it very easy for me»

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქალი ფასდებოდა შრომისუნარიანობით, თუ როგორ უვლიდა ქმარს და მის მშობლებს. ეხლა კი აფასებენ სიყვარულის უნარით, რომელსაც ის ასხივებს და გასცემს.

შეხედულებები და ტრადიციები იცვლება ხოლმე. ეს ისტორიაც ამაზეა. ერთი რამ კი ცხადია: ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ. უფრო მეტად გვიყვარდეს, გვახსოვდეს და უფრო კეთილები უნდა ვიყოთ. ქალის ცხოვრების მთავარი არსი სიყვარული უნდა იყოს და არა მარტო ქალის, მამაკაცისაც.

მახსენდება ბებია და ბაბუა, რომლებიც მუდამ ჩხუბობდნენ. არასდროს მოფერებიან ერთმანეთს და არასდროს უთქვამთ კარგი. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, რომ უგულვებელეყოთ ხალხის აზრი და დაშორებულიყვნენ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ…