ბებოს ბაღში დაკრეფილი მარყვით შინ მომზადებული ხაჭო-ბავშობის ტკბილი მოგონებაა და ზაფხულის დასაწყისის ნამდვილი სიმბოლოა. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? კულინარიული ხელოვნება სწორედ იმითაა მშვენიერი, რომ ერთი და იმავე პროდუქტებისგან ყოველთვის შეიძლება მომზადდეს რაღაც უფრო გემრიელი.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ მარწყვის დესერტის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.
ხაჭო მარწყვით
ინგრედიენტები:
- 350გ მარწყვი
- 250გ ფხვიერი ორცხობილა
- 80გ ნაღების კარაქი
- 20გ ჟელატინი
- 15გ ვანილის შაქარი
- 700გ ხაჭო
- 150გ შაქრის პუდრა
- 150გ 20%-იანი ნაღები
ინგრედიენტები შოკოლადის კრემისთვის:
- 100გ 20%-იანი ნაღები
- 50გ შოკოლადი
მომზადების წესები
- დააქუცმაცეთ ორცხობილა ბლენდერში, ხორცსაკეპ მანქანაში ან ცომის საბრტყელებლით. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა მსხვილი ნატეხების გარეშე.
- გაადნეთ ნაღების კარაქი მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაზე.
- დაუმატეთ გამლღვალი კარაქი ორცხობილას და გადაურიეთ.
- პერგამენტით შექმენით სასურველი ფორმა და მასში განათავსეთ ორცხობილას ფენა. ის გაასქელეთ ჭიქის ფსკერით და შიგთავსის მომზადებამდე მაცივარში შეინახეთ.
- ხაჭო,შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი ბლენდერით ადღვიბეთ.
- ჟელატინს გასაფუებლად დაასხით წყალი. ამოფუებული ჟელატინი სრულად რომ გაიხსნება, შეურიეთ ის ხაჭოს მასას.
- ხაჭოს მასის ნახევარი ორცხობილას ფენას წაუსვით,შემდეგ დაუმატეთ მარწყვი და დარჩენილი ხაჭო. ფორმა შედგით მაცივარში 3 საათით.
- მოამზადეთ შოკოლადის კრემი. ამისათვის გააცხელეთ ნაღები და შოკოლადი,მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დესერტს თავზე შოკოლადის კრემი მოასხით. სურვილისამებრ მორთეთ შოკოლადის ან ქოქოსის ფანტელებით,მარწყვის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს