უნდა ვუთხრათ თუ არა მადლობა მამინაცვალს, რომელმაც გერი საკუთარი ქალიშვილივით გაზარდა

610

უნდა დაეხმაროთ თუა რა ძმას, რომელიც სრულიად შრომისუნარიანია და შეუძლია მუშაობა? სანამ ამ თემაზე იფიქრებთ, მოგიყვებით ოჯახის ისტორიას, რომელმაც ეს პრობლემა თავისებურად გადაჭრა. საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა, თქვენი აზრები.

ძმის დახმარება

…ქმარმა მიმატოვა და დავრჩი მარტო პატარა გოგონასთან ერთად. არც კი ვიცი, როგორ გავუმკლავდებოდი, ჩემი მეგობარი მიშა რომ არ დამდგომოდა გვერდით. ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ ის მამხნევებდა და მეხმარებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან, მთლიანად მოვიშორე წარსული. ამ დროს, ჩემი მეგობარი გამომიტყდა, რომ უზომოდ შევუყვარდი და ხელი მთხოვა… მე მალე დავთანხმდი და დავქორწინდით. შეგვეძინა ვაჟი.

ჩემმა გოგომ არც იცოდა მიშა რომ ნამდვილი მამა არ იყო. ის მუდამ საკუთარი შვილივით ზრუნავდა გერზე.

გოგონამ სიმართლე მოგვიანებით გაიგო, როცა გარდაიცვალა მისი ნამდვილი მამა და მემკვიდრეობად ორი სახლი დაუტოვა. ის მაშინ 17 წლის იყო. დაკრძალვის ყველა ხარჯი მიშამ უზრუნველყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ყოფილ ქმარს არავინ ყავდა ახლობელი.

ორი წლის შემდეგ ჩემმა გოგონამ ცალკე გადასვლა გადაწყვიტა თავის სახლში, ხოლო მეორეს აქირავებდა. სანამ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა, დაგვპირდა, რომ როდესაც ძმა წამოიზრდებოდა, თავის მეორე სახლს აჩუქებდა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, გადაიფიქრა.

გოგონა თვლიდა, რომ მეორე სახლიც ჭირდებოდა, რადგან თავის მომავალ შვილებს გამოადგებოდათ. ძმას კი მამის სახლში ეცხოვრა. 

მე ეს საქციელი არ მომწონდა. მამინაცვალს მასზე დიდი ამაგი ჰქონდა და საკუთარი შვილივით უყვარდა. ნუთუ ასეთი რთულია დაეხმარო ძმას და ამით მამინაცვლის მიმართ მადლიერება გამოხატო?

თქვენ როგორ ფიქრობთ? მართალია გოგონა? უნდა დაუჯეროს დედას თუ არა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს