როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობარი, რომელიც ზურგს უკან გვწყევლის

0
283

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არაკეთილმოსურნეებთან საქმის დაჭერა არავის სურს. თუმცა ზოოგჯერ ისინი იმდენად ეშმაკები არიან,რომ კარგად მალავენ საკუთარ განზრახვებს. არსებობს დაცვის რაიმე სტრატეგია ბოროტი ადამიანებისგან? ვიღაც ლოცვებს ენდობა,სხვები- ინტუიციას. აუცილებელია იმ ნიშნების ცოდნა, რომლებიც ბოროტად განწყობილ ადამიანს დაუყონებლივ გამოაშკარავებს.

დაცვა ბოროტი ადამიანებისგან

პირველ რიგში გავარკვიოთ, თუ რატომ შეიძლება არ უყვარდეთ ამა თუ იმ ადამიანს. ყველაზე თვალსაჩინო მიზეზია-საკუთარ ცხოვრებაზე გაბოროტება. სინამდვილეში უბედურ ადამიანებს სხვაგავრად არ შეუძლიათ. თქვენი იღბალი და წარმატება ყოველთვის გააბრაზებს ვიღაცას,უბრალოდ უნდა შეგვეძლოს ამ მოცემულობის მიღება.

შეიძლება ვიღაცისთის კონკურენტი იყოთ და თქვედა უნებურად მისი არაკეთილგანწყობილი რეაქციის პროვოცირება მოახდინოთ. ადამიანებს ცხოვრებში განსხვავებული პერიოდები აქვთ,როცა არაფერი გამოსდით,უარყოფით ენერგეტიკას საკუთარ თავში ვეღარ იტევენ.

არაკეთილისმოსურნის განმსაზღვრელი ნიშნები

უნდა შეგეძლოთ გარჩევა, როდისაა ადამიანი გულწრფელი და როდის გატყუებთ. ხშირად გესმით ვინმესგან პირფერი სიტყვები? დროა დაფიქრდეთ. ჩეულებრივ მსგავსი კომპლიმენტები ძალიან ხელოვნურად ისმის, თანამოსაუბრე კი არანაირ ემოციებს არ გამოხატავს.

კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია-გაზვიადებული ცნობისმოყვარეობა. ალბათ ცოტას თუ მოსწონს შემაწუხებელი კითხვების უწყვეტი ნაკადი. ხშირად ისინი ეხება რაღაც პირადულს და ძვირფასს. თუ მსგავს საუბარს ისმენთ ადამიანისგან, რომელსაც არც თუ ისე კარგად იცნობთ, თავიდანვე მიახვედრეთ, რომ ეს არ მოგწონთ. არ შეიძლება ასეთ ხალხთან დათმობაზე წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კისერზე დაგაჯდებიან.

მედლის მეორე მხარეა-ზემდეტი სარკაზმი. თუ ადამიანს არ მოსწონხართ,მან შეიძლება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის,რათა ეს გაიგოთ. ეს შეიძლება გამოიხატოს მეტყველებისას დაშვებული შეცდომების შესწორებით,შენიშვნებით.

ვინც მუდმივად გაკრიტიკებთ,ალბათ არ დაიწყებს თქვენი დამსახურებების და გამარჯვებების აღიარებას.”ყველაფერში შემთხვევითობაა დამნაშავე”,-ასე იტყვის არაკეთილისმოსურნე. ის იფიქრებს, რომ თქვენი გაუფასურებით, ის უკეთესად წარმოჩნდება.

აქედან ჩანს, რომ თქვენს მტერს უხარია თქვენი წარუმატებლობები და მარცხი. ეს იგრძნობა ურთიერთობის მანერებში.

არაკეთილისმოსურნესთან თქვენ თავს უხერხულად იგრძნობთ. შეეცადეთ გაარკვიოთ, რატომ იწვევს ადამიანი თქვენში მსგავს ემოციებს. ტვინი აუცილებლად გამოგიგზავნით სიგნალებს, არ დააიგნოროთ ისინი და ყური უგდეთ თქვენს სხეულს.

მტერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი

ყველაზე ცუდია,როცა მტერი თქვენი მეგობარი ან ახლობელი აღმოჩნდება. თავიდან ის თანდათან მოიპოვებს თქვენს ნდობას, შემდეგ კი მოულოდნელ წამს გიღალატებთ. დაფიქრდით, ვინმეს ზურგს უკან თქვენზე უჭორავია? ეს ბოროტად განწყობილი ადამიანის საუკეთესო ნიმუშია.

ის ყურადღებით ადევნებს თვალს თქვენს ცხოვრებას. საჭირო მომენტში რაიმე საინტერესოს ან პიკანტურს თუ გაიგებს, ამას თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. ყველაზე გამოცდილმა მტერმაც შეიძლება გამოავლინოს თავისი ნამდვილი ბუნება.

ფარულ მტერში დღითი დღე გროვდება აგრესია და ბოროტება. ადრე თუ გვიან ის იძულებული გახდება გამოავლინოს იგი,მაშინ კი ამაში დარწმუნდებით.

მაგალითისთვის გავიხსენოთ, თუ რამდენად ხშირად კამათობს რძალ-დედამთილი. ეს სტერეოტიპი თანამედროვეობაში ნელ-ნელა იმსხვრევა.

ბოროტი ადამიანებისგან თავდაცვის გზა არავითარ შემთხვევაში არაა თავდასხმა. “გაფრთხილებული-ნიშნავს შეიარაღებულს” ამ შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია. როცა გეცოდინებათ, თუ რა ნიშნები ახასიათებთ არაკეთილმოსურნეებს, მყისიერად შეძლებთ მათ გამოვლენას. ჯობს მათთან ურთიერთობისას დისტანცია დაიჭიროთ.

შეგხვედრიათ თუ არა მტრები ცხოვრებაში და როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა?