კრემ-სუპი ყაბაყით: მსუბუქია, გემრიელია და თუნდაც ყოველ დღე მიირთვით.

873

როცა საუბარი საზაფხულო ბოსტნეულის სუპზე ჩამოვარდება, პირველად ყველასთვის საყვარელი აკროშკა გვახსენდება. თუმცა ისიც შეიძლება მოგვბეზრდეს,თუ მას ზედმეტად ხშირად მოვამზადებთ. საჭიროა ალტერნატივის მოფიქრება,ყაბაყის სუპ-პიურე შესანიშნავი ვარიანტია. მისი ტექსტურა სხვაგვარია,გრამ ხორცსაც არ შეიცავს,შესამაბისად,სიმძიმის შეგრძნება არ გექნებათ.

ამ სუპის მოსამზადებლად დიდი დრო არაა საჭირო.

ყაბაყის კრემ-სუპი

ინგრედიენტები:

  • 550გ ყაბაყი
  • 100გ ხახვი
  • 100გ სტაფილო
  • 4ც ბულგარული წიწაკა
  • 1კბილი ნიორი
  • საყვარელი მწვანილის კონა
  • მარილი,წიწაკა
  • შებოლილი პაპრიკა
  • 50მლ ნაღები
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 2 ს.კ მსეზუმზირის ზეთი
  • 1,5ლ ბულიონი

მომზადების წესი

  1. აიღეთ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი. შეგიძლიათ უბრალო წყალიც გამოიყენოთ. ყაბაყი საშუალო კუბიკებად დაჭერით და დაფნის ფოთლებთან ხარშეთ 10 წუთით.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი და გახეხეთ სტაფილო.  მოწვით მსეზუმზირის ზეთზე. დაუმატეთ  ბულგარული წიწაკა. 5 წუთის შემდეგ მოაყარეთ მარილი,წიწაკა და პაპრიკა.
  3. ამასობაში ყაბაყიც მომზადდება,დაუმატეთ შეკმაზული ხახვი და სტაფილო,დაფნის ფოთლები გადაყარეთ. დააგემოვნეთ სუპი,საჭიროებისამებრ დაუმატეთ მარილი.
  4. ბლენდერით სუპი პიურეს კონსისტენციამდე მიიყვანეთ და ნაღები დაუმატეთ.მორთეტ მწანილით. არომატების გასახსნელად სუპი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ ის უკვე მზად იქნება. მიირთვით დაჭყლეტილ ნიორთან და “გრენკისთან” ერთად.

დაბლენდერებული ყაბაყი სუპის ტესტურას ასქელებს. ფრანგულ სამზარეულოში სუპ-პიურე ძირითადად  კარტოფილისგან მზადდებოდა. თუმცა ის 25% სახამებლისგან შედგება,რაც მონელებისას სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. ჩვენ ეს ვარიანტი არ გამოგვადგება.

კიდევ ერთი რჩევა ბულიონთან დაკავშირებით. არ გადაყაროთ მწვანილის დარჩენილი ღეროები, წიწაკის შიგთავსი და პომიდვრების მწვანე ნაწილი,ისინი შეგიძლიათ გაყინოთ და შემდეგ ბულიონში დაამატოთ. თავადაც ნახავთ,ის უფრო გემრიელი გამოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს