რატომ შეიძლება პატარა ბავშვსაც კი ჰქონდეს ხანდაზმული სული?

0
246

ჩვენს შორის ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დედამიწას უთვალავჯერ მოევლინენ,მრავალი საუკუნის განმავლობაში. ამერიკელი მაიკლ ნიუტონი, ფილოსოფიის დოქტორი და ჰიპნოთერაპევტი, მრავალი წიგნის ავტორი,მათ შორისაა:”სულის მოგზაურობა” და “სულის დანიშნულება”. ის ამბობს, რომ თითოეული სული ევოლუციის 5 სტადიასგადის: ჩვილი სული, ბავშვის სული, ახალგაზრდა სული, ზრდასრული სული და ხანდაზმული სული. ამ სტატიაში მოგიყვებით ხანდაზმული სული ნიშნებზე.

ხანდაზმული სული

რასაკვირველია, წინა სიცოცხლეები,ადრინდელი გამოცდილება ჩვენგან დაფარულია. სამყარო მოწყალედ უშვებს ფარდას ჩვენი ცნობიერების და მეხსიერების წინ, გვიზღუდავს შესასვლელს იქ,სადაც თავმოყრილია უამრავი განვლილი გზა და მტკივნეული მარცხი. ყველაფერი რომ გვხსომებოდა, ეს გაუსაძლიასად მტკივნეული იქნებოდა ჩვენთვის. თითქმის არარეალურია იმის გარკვევა, რამდენი სიცოცხლე განვლო ადამიანმა,თუმცა არსებობს ნიშნები, რომელთანც მხოლოდ “ხანდაზმული სულის” პატრონები გრძნობენ და იგებენ.

მარტოსულობის განცდა

“ხანდაზმული სულის” პატრონს ყოველთვის აქვს ფორმირებული საკუთარი მოსაზრება ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. ხშირად ეს შეხედლება უფრო მომწიფებულია, ვიდრე მისი თანატოლების. ის სულის სიღრმეში გრძნობს განვლილ საუკუნეებს. როგორც წესი, მსგავს ადამიანს თავისი სავალი გზა აქვს და ის ამ გზაზე მარტოსული ხდება. ოჯახის შექმნის შემთვევაშიც კი ეს გრძნობა მას არ მოშორდება.

ემოციური დაუძლურება და ადამიანთა გაგების უნარი

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სხვების “წაკითხვა”. ბავშვობიდანვე ისინი ავლენენ მოულოდნელ სიბრნეს და შეგნების დონეს. მათი გონიერება და მოთმინებმა სხვებმა შეიძლება გამოიყენონ, როგორც “სანაგვე ურნა” თავიანთი გრძნობებისთვის.

ზოგიერთი ხანდაზმული სული ემპათიის უნარითაა დაჯილდოებული, რაც ასევე შეიძლება გახდეს ემოციური დაუძლურების მიზეზი.

მიჯაჭვულობის შესახებ

“ხანდაზმული სულები” ნაკლებ მიჯაჭვულნი არიან ამ სამყაროზე. ისინი ვერ ხედავენ აზრს, იბრძოლონ იმ ნივთების მოსახვეჭად, რაც მარტივად შეიძლება წაართვან. მათ არ აქვთ არც დრო,არც ინტერესი ხანმოკლე სიამოვნებების დასაკმაყოფილებლად.

განმარტოების მოთხოვნილება

მათ სჭირდებათ განმარტოება, როგორც ჰაერი. ასეთ ადამიანებს ხშირად ინტროვერტებს ეძახიან, ზოგჯერ კი- სოციოპათებსაც. სიმართლე კი ისაა, რომ განმარტოება მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ისინი სიამოვნებას იღებებენ იმ დროისგან, რომელსაც საკუთარ თავთან ატარებენ.

ისინი მშვენივრად ცხოვრობენ სხვათა შეფასებების გარეშე,  ისედაც იციან,თუ როგორები არიან. არ გეგონოთ,თითქოს  მეგობრების გარემოცვაში ყოფნა არ უყვართ,უბრალოდ  დროდადრო სჭირდებათ პარკში გასეირნება, ჩიტების ჟრიამულის მოსმენა და ვარსკვლავების ცქერა. ეს მათთვის სპეციფიკური მედიტაციაა,რომლის დროსაც ისვენებენ და ძალებს აღიდგენენ.

სიახლის შემეცნების სიყვარული

მათ აქვთ  ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილება ,არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით! ეძებენ და აფასებენ სიბრძნეს ფულზე მეტად.

სხვების დახმარება

ისინი იზიდავენ სხვა ადამიანებს, მარტივია მათთან ურთიერთობა.ყოველთვის გიჩნდება სურვილი რჩევა ჰკითხო. ისინი დაბადებითვე ფსიქოლოგები არიან, პედაგოგები,სულიერი დამრიგებლები. ასეთი ადამიანები ირჩევენ პროფესიებს, სადაც სხვათა დახმარებას შეძლებენ.

აღმოაჩინეთ საკუთარ თავში რომელიმე ზემოთ ხსეებული ნიშანი? ეზოთერიკები გვარწმუნებენ, რომ თუ ერთი მახასიათებელიც აღგენიშნებათ, მაშინ თქვენ “ხანდაზმული სული” ბრძანდებით, რომელიც პირველად არ ცხოვრობს დედამიწაზე.