იტალიურ სუპერმარკეტში სეირნობისას თაროებზე აღმოვაჩინე ყველის ქერქები და ძალიან გამიკვირდა

0
337

იტალიური ყველი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. ყველამ იცის რა არის პარმეზანი, მოცარელა ან გორგონზოლა. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ იტალიაში ცალკე იყიდება ყველის ქერქი. თითქოს, ეს არის ყველის ზედმეტი ნაჭრები, რომელსაც არავინ ჭამს და გადასაგდებია, მაგრამ არა! paparazzi.ge-ს რედაქცია დღეს ამ უცნაურ მოვლენაზე მოგიყვებათ:

იტალიური ყველი

დიახ, იტალიაში, მაღაზიის თაროებზე ხშირად ნახავთ ყველის ნაჭრების შეფუთულ პაკეტებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ის ღარიბი ფენისთვის არის განკუთვნილი.

მაგრამ საქმე სულ სხვანაირად არის. ყურადღებას თუ მიაქცევთ, ფასი არაფერ შუაშია, ყველის ქერქი არც ისე იაფი ჯდება და ის აშკარად რომელიღაც კერძში გამოიყენება. იყიდება საკმაოდ აქტიურად, სწრაფად ქრება მაღაზიის თაროებიდან. ბოლოს და ბოლოს, რა საიდუმლოება იმალება აქ?

  1. ყველის ქერქი გამოიყენება ზოგიერთ წვნიანში არომატის მისაცემად. ის ერთგვარი გემოს გამაძლიერებელია და ამასთან ასქელებს კერძს. მაგალითად სუპი მინესტრონე.
  2.  ყველის ქერქს ამატებენ სოუსებში, რომელიც განკუთვნილია რიზოტოსა და პასტისთვის. მანამდე რამდენიმე საათით ალბობენ რძეში.
  3. რძეში დამბალს იტალიელი კულინარები აქუცმაცებენ და უმატებენ ცომში, რომლითაც ამზადებენ ფოკაჩის.
  4. ყველის კანების უბრალოდ მომზადების წესიც საინტერესოა. ადგილობრივი გურმანები წვავენ ტაფაზე, ფრიტურნიცაში ან გრილზე. მოკლედ, ნებისმიერი წესით მომზადებული ძალიან გემრიელია.

ჩვენთანაც რომ იყიდებოდეს პარმეზანის ქერქი ცალკე, აუცილებლად გავსინჯავდით ან იტალიელებივით მოვამზადებდით რაიმე პიკანტურს. ჰო, კიდევ ერთი უცნაურობა – იტალიელები არ ჭამენ იმ ქერქს, რომლითაც წვნიანი მოამზადეს. რატომ არავინ არ იცის.

იტალიური ყველი და მისი ქერქი – პრაქტიკული იტალიელები ყველაფერს იყენებენ. ნარჩენებსაც შეიძლება რაიმე დანიშნულება მოუძებნონ და ყველის ქერქი გამონაკლისი არ არის. ჩვენ კი სიამოვნებით გავსინჯავდით პარმეზანის შემწვარ ქერქს, მთავარია ამისთვის ფული გვეყოს.