პირველი მოქმედება გულის შეტევის დროს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

1105

რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა იმ შემთხვევაში თუ გულის შეტევა აქვს და მის დასახმარებლად ახლომახლო არავინ იმყოფება. ამ ინფორმაციის ცოდნას არაერთხელ უხსნია ადამიანისთვის უძვირფასესი – სიცოცხლე.

პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც გულის შეტევისთვისაა დამახასიათებელი. ესენია:

  • გაუსაძლისი ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ზედა კიდურზე და კისერზეც კი;
  • ჰაერის უკმარისობა და სუნთქვის გართულება, რომელსაც თან ახლავს გულის ცემის რიტმის გახშირება;
  • აუტანელი გულძმარვა;

გულის შეტევის შემთხვევებში, პაციენტს მოცემული სიმპტომების გამოვლინებიდან დაახლოებით 10 წამი რჩება გონების დაკარგვამდე. რა ზომები უნდა მივიღოთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად?

  1. არ ჩავარდეთ პანიკაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, როდესაც საქმე ჩვენს სიცოცხლეს ეხება, თუმცა სიმშვიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება! დაიწყეთ ხველა ნელ-ნელა, ზედმეტი დაძაბვის გარეშე.
  2. ჩაისუნქეთ ღრმად ჩახველებიდან ჩახველებამდე. გაითვალისწინეთ, ხველა უნდა იყოს ღრმა, ხანგრძლივი და განმეორებითი. ხველა განაპირობებს დიაფრაგმის მოძრაობას.
  3. ჩასუნთქვა და ხველა უნდა მეორდებოდეს მონაცვლეობით ყოველ 2 წამში. მოიქეცით ასე შეუსვენებლად სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ღრმა სუნთქვის შედეგად თქვენს ფილტვებს მიეწოდება დიდი რაოდენობით ჟანგმადი, ხოლო ხველა განაპირობებს გულის შეკუმშვას და სისხლის მიმოქცევის დაჩქარებას. ასეთი დატვირთვა ჩვენს გულზე სასარგებლია მისი ცემის რიტმის აღსადგენად და დასარეგულირებლად.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი ასაკი არ აღემატება 30 წელს, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს ინფორმაცია. გულის შეტევისგან, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, არავინს არის დაზღვეული, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილითაა განპირობებული.

თუ თქვენ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს! ასევე გირჩევთ გაეცნოთ კარდიოქირურგის რეკომენდაცია-ს და 7 საინტერესო ფაქტს გულის შეტევის შესახებ.

ვიდეო სასარგებლო ინფორმაციით:

გულის შეტევა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს