7 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის შეტევის შესახებ, რომლის შესახებ წინასწარ უნდა იცოდეთ.

206

მიუხედავად იმისა, რომ გულის შეტევა ტრადიციულად „მამაკაცურ“ დაავადებად განიხილება, ქალები მას ხშირად ეჯახებიან. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ქალებში გულის შეტევის სიმპტომები მამაკაცებისგან განსხვავებულია, მათ დიაგნოზს საშუალოდ უფრო გვიან უსვამენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ექიმს ქალებში მოახლოებული ინფარქტის გამოცნობა უჭირს, სანამ გულის შეტევა არ მოხდება. სწორედ ამიტომ, სიმპტომების გამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმს აუცილებლად მიმართეთ. „პაპარაცმა“ გულის შეტევის შესახებ რამდენიმე ფაქტი შეაგროვა, რომელთა შესახებ  მათთან შეხებამდე უნდა გაიგოთ.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი პასუხია: რაც შეიძლება ადრე. სიკვდილის შემთხვევები გულის შეტევიდან პირველი საათის განმავლობაში ხდება, ამიტომ ექიმს დროულად მიმართეთ. სავარაუდოდ, გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული ნიშნების შესახებ უკვე იცით: ტკივილი მკერდში, სუნთქვის პრობლემები, მკერდის ცენტრში დისკომფორტის შეგრძნება, რომელსაც ტკივილი ხელებსა და ზურგში გადააქვს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილი (გასტრიტის მსგავსი ნიშანი), ყელის, კისრის ან მხრების ტკივილი, ასევე შფოთვის ან შიშის გრძნობა. ამ სიმპტომების თავისთავად გავლას არ დაელოდოთ და აბებით გაყუჩება არ სცადოთ – დაუყონებლივ ექიმი გამოიძახეთ. გახსოვდეთ, რომ გულის შეტევის დროს თითოეული წუთი ძვირფასია.

გულის შეტევის დროს მკერდში ტკივილი აუცილებლად იგრძნობა?

არა, ეს გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ არა აუცილებელი ნიშანია. უფრო მეტიც, ქალებში გულის შეტევა მკერდში მწვავე ტკივილის გარეშე ხდება და მხოლოდ დისკომფორტის შეგრძნება ან მსუბუქი ტკივილი ახლავს.

შეიძლება თუ არა გადაიტანოთ ინფარქტი და ამის შესახებ არ იცოდეთ?

სამწუხაროდ, კი, თქვენ რისკს ჯგუფში ხართ, თუ დიაბეტი გაწუხებთ, მაგრამ „ჩუმი“ გულის შეტევა შეიძლება ნებისმიერმა გადაიტანოს. ასეთი ინფარქტის ყველაზე უფრო გავრცელებული სიმპტომია – გულისრევა, სუნთქვის პრობლემები ან სისუსტე. თუ იცით, რომ თქვენი გული არც თუ ისე ჯანმრთელია, მსგავს სიმპტომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმს დაუყონებლივ მიმართოთ.

გულის შეტევა დღის მონაკვეთზე დამოკიდებულია?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კი. სტატისტიკის თანახმად, დილის 6 საათიდან შუადღემდე გულის შეტევა 40%-ით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. ამასთან, ამ დროს გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 29%-ით იზრდება.

რა უნდა ვქნა, თუ გულის შეტევაზე ეჭვი მეპარება?

პირველ რიგში, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. შემდეგ დამშვიდება სცადეთ, დაწექით ან ისე დაჯექით, რომ ზურგმა და წელმა მხარდაჭერა მიიღოს და 1 აბი ასპირინი ნელ-ნელა დაღეჭეთ. თუ შენობაში მარტო ხართ, შეამოწმეთ, კარები ხომ არ გაქვთ დაკეტილი, მეზობლებს, ნათესავებს ან მეგობრებს დაუძახეთ. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ და დალიოთ.

გულის შეტევის შემდეგ სპორტით დაკავებას შევძლებ?

ფიზიკური ვარჯიში არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია: ვარჯიში განმეორებითი შეტევის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და არტერიებს აძლიერებს. უფრო შესაფერისი ვარჯიში უნდა შეარჩიოთ: მაგალითად, სირბილი, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან ჩქარი სიარული. და რა თქმა უნდა, ვარჯიშს მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ უნდა შეუდგეთ.

და სექსი?

როგორც კი ექიმი ზომიერი ფიზიკური ვარჯიშის ნებას მოგცემთ. როგორც წესი, ეს შეტევიდან 2-3 კვირაში ხდება. ექიმს აუცილებლად შეატყობინეთ, თუ სექსის დროს მკერდის ტკივილს ან გახშირებულ გულისცემას გრძნობთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს