მინდა სერიოზული ურთიერთობა და გათხოვება, დაქოწინებულ მამაკაცს ულტიმატუმი წავუყენე

557

ამ კვირაში ერთმა მამაკაცმა პაემანზე დამპატიჟა. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ის თავიდანვე არ მალავდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა. ამ ფაქტმა სრულებითაც არ შემაშინა და ჩვენი მიმოწერა სწრაფად გადაიზარდა შეხვედრაში.

მსურს სერიოზული ურთიერთობა

ბიზნესმენთან შეხვედრა

რესტორანში მის მიერ შეკვეთილი და გადახდილი ტაქსით მივედი. ადგილზე სასიამოვნოდ გაცებული დავრჩი:ის მართლაც ისეთივე მომხიბვლელი იყო,როგორც პროფილის ფოტოზე. 40წლამდე, მაღალი, მხარბეჭიანი, ძვირიან პიჯაკში გამოწყობილი.

“უკვე ყველაფერი შევუკვეთე”-მითხრა მან, როცა მაგიდასთან ვსხდებოდით. ჩემდა სამწუხაროდ,  ამ  ძვირადღირებული კერძების უმრავლესობა ხორცს შეიცავდა. “შეეძლო დაინტერესებულიყო, ვეგეტარიანელი ვარ თუ არა”,-გავიფიქრე. 

როცა ჩემს თეფშს დახედა,მკითხა, თუ რატომ მივირთევდი მხოლოდ სალათს. ” გთავაზობ რეგულარულ შეხვედრებს, თავადაც კარგად გესმის, როგორი ხასიათის. სანაცვლოდ ფინანსურად დაგეხმარები.”-მითხრა მან.

თუმცა  ამისთვის მზად არ ვიყავი, საყვარლის სტატუსი დიდად არ მხიბლავდა, მე სერიოზული ურთიერთობა და გათხოვება მინდოდა. ამის მოსმენის შემგედ მან გაოცებულმა შემომხედა.

“მე ხომ მოგწერე, რომ ცოლი მყავს…”

“სწორედ ამიტომ 24 საათს გაძლევ არჩევანის გასაკეთებლად. ან მე, ან ის”.

სანამ ის ჩემს სიტყვებზე ფიქრობდა, დავამატე, რომ მის გარდა უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. არ მინდოდა ეფიქრა, თითქოს ის იყო ერთადერთი. საერთოდ არ მაინტერესებს მისი ცოლ-შვილი, ჩემთვის უმთავრესია სერიოზული ურთიერთობა და ქორწინება. საყვარლის როლი დიდ მოთმინებას  მოითხოვს.  არ ვაპირებ დრო დავახარჯო ისეთ ადამიანებს,რომლებიც არ არიან მზად ჩემთვის მსხვერპლი გაიღონ.

პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა.მან განმიცხადა, რომ პირველი ქალი ვიყავი,რომელიც მას ასე თავხედურად ესაუბრებოდა. წინა საყვარლები ყოველთვის სიამოვნებით იღებდნენ მისგან მატერიალურ დახმარებას.მითხრა, თითქოს  უნდა გამხარებოდა ასეთი შემოთავაზება, მე ხომ 20 წლის აღარ ვარ,  არც სამსახური მაქვს და  არც საცხოვრებელი, ჩემი მხრიდან რაიმეს მოთხოვნა  სისულელე იყო.

პასუხად უხმოდ ავდექი და დაუმშვიდობებლად წამოვედი. ის არც პირველია და არც ბოლო. სევდიანმა გავაცნობიერე, რომ ვერ დავნაყრდი და მეტროში ჩავედი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: ოდესმე შევხვდები მამაკაცს, რომელიც ჩემს გამო ყველაფრისთის იქნება მზად.

რედაქციისგან

რა მიზნებითაც  უნდა ვხელმძღვანელობდეთ,ხშირად მათ მიღმა ვერ ვამჩნევთ შესაძლო შედეგებს. ღირს თუ არა დაქორწინებული ქალის სტატუსის გამო მამაკაცს პირველივე შეხვედრისას პირობები წაუყენო? ხომ არ ჯობს იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც ქორწინების საკითხი თანდათან დადგება დღის წესრიგში? თქვენ რას ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს