რაზე ფიქრობენ მშობლები, რომლებიც სახლიდან აგდებენ 18 წლის შვილს?

0
512

სინამდვილეში საკითხი საკმაოდ რთულია. სად შეიძლება წახვიდეთ სახლიდან, როცა 18 წელი შეგისრულდებათ? ერთი მცირე ასპექტი: თქვენ ეს მშობლებმა “გთხოვეს”. ერთი შეხედვით,ასეთი რამ თანამედროვეობაში არ ხდება, თუმცა მსგავსი ისტორიები საკმაოდ ხშირია.

აშშ-ში მშობლები სრულწლოვან შვილებს სთხოვენ, რომ დატოვონ სახლი. დედ-მამას დასვენება სურს. ოღონდ, 16 წლის ასაკში ამერიკელი ბავშვები უკვე მუშაობენ და  ავტომობილიც კი ჰყავთ, ფინანსურად ყოველგვარად უზრუნველყოფენ საკუთარ თავს. და რა ხდება ამ დროს ჩვენთან?

სად შეიძლება წახვიდე სახლის დატოვების შემდეგ?

სიტუაცია

სიტუაცია შემდეგში მდგომარეობს:18 წლის იუბელეს გადახდიდან მეორე კვირას მშობლებმა მაგდას ახალი ამბავი “ახარეს”. მათ  გარეუბანში ნახევარი წლით ბინა იქირავეს, სადაც ქალიშვილს დამოუკიდებლად უნდა ეცხოვრა,სწავლის, კვების ხარჯები თავად უნდა დაეფარა.

მაგდას სიტყვებით, ეს სახეში შეფურთხების ტოლფასი იყო.  მას არასოდეს მიუცია მშობლებისთვის საბაბი, რომ მსგავსად მოქცეოდნენ. მართალია, შესანიშნავად არ სწავლობდა,მაგრამ ასეთი კარდინალური გადაწყვეტილება რატომ? სახლში ბიჭები არ დაჰყავდა, წვეულებებს არ მართავდა.

როგორ მოიქცეს ახალგაზრდა გოგო, რომლის თავიდან მოშორება სურთ მშობლებს? განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი.

გენიოსი შვილი

პირველ რიგში ჩნდება აზრი, რომ ასეთი მშობლები ოცნებობენ წარმატებულ შვილზე, რომელიც სხვისი დახმარების გარეშე დაიპყრობს მწვერვალებს. ზოგიერთ დედ-მამას არ სურს გაიგოს, რომ მათი ვაჟი თუ ქალიშვილი არაა დაჯილდოვებული ზებუნებრივი ნიჭით და ერთი უბრალო მოზარდია. თითქოს არსებობს ჯადოსნური “პანღური”, რომელიც მაგდას, ჩვეულებრივ გოგონას, ფინანსურ გენიოსად გარდაქმნის. სამწუხაროდ,ასეთი მშობლები ნამდვილად არსებობენ.

მაგდას მშობლების ხედვა ძალიან სულელურია,ისინი შორს ვერ იხედებიან. ჯობდა ბინის ქირაზე დახარჯული ფული სხვა დანიშნულებით გამოეყენებინათ. მაგალითად, დაეფინანსებინათ რომელიმე პროფესიის შემსწავლელი კურსი,რომელიც მაგდას დაეხმარებოდა თვალსაწიერის გაფართოებაში.

საქორწინო ასაკს მიღწეული “პატარძალი”

თანამედროვე საზომით, 18 წელი-საკმაოდ მგრძნობიარე ასაკია. ამ დროს  ახალგაზრდებს უყვართ სეირნობა,გართობა, ცელქობა. 6 თვით წინასწარ ნაქირავები ბინა შესაძლოა დიდი ცდუნება აღმოჩნდეს მაგდასთვის.

მშობლების სურვილია შვილს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივონ. შედეგად კი მაგდა შეიძლება გათხოვდეს და დედა გახდეს. ეს უცნაური რულეტკის ასოციაციას ტოვებს, როცა ადამიანი ფსონს დებს და ბედისწერას მიენდობა. თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ ცხოვრებაში კაზინო მუდმივად მოგებული რჩება. თანამედროვე ბიჭებიც ისეთებიც არ არიან, როგორებადაც მოდურ ჟურნალებში მოიხსენიებენ: რაინდს ექვსნიშნა ხელფასით შეუყვარდა და დაქორწინდა. ზღაპრები მხოლოდ წიგნებშია აღწერილი.

უკვე ხანდაზმულები ვართ, დავიღალეთ

ყველაზე უპასუხისმგებლო იდეაა. არსებობს შემთვევები, როცა სრულწლოვან ქალიშვილს საკუთარი ნებით სურს სახლიდან წასვლა. თუ მას არ სჭირდება არც მორალური და არც ფინანსური დახმარება,ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა გააგდო ქუჩაში საკუთარი ქალიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ მოგბეზრდა-ცინიზმის მწვერვალია.

საქმე არაა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაში: 21-ე საუკუნეში ყოველთვის შეიძლება რაღაცის მოფიქრება. ასე ადრეულ ასაკშიც კი არ გაუჭირდება მაგდას შემოსავლის წყაროს პოვნა და შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას ოჯახის ბიუჯეტში.

ეპილოგი

შესაძლოა მშობლების ნაწილი არ დაგვეთანხმოთ და მაგდას დედ-მამას გამართლება უპოვოთ. ასეთ შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი არგუმენტები.