მან ულამაზესი გოგო გააჩინა და სახლში მშვიდად წავიდა. 6 კვირის შემდეგ კი უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდა.

0
1991

წამი, როცა მშობელი ხდებით, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტია. ავსტრალიელ გოგოს, ელიზა კერბის მოულოდნელი ბედნიერება ეწვია. დღეს „პაპარაცი“ გასაოცარ ისტორიას გიზიარებთ.

ელიზა კერბი 27 წლის ავსტრალიელი გოგო და ბედნიერი დედაა. 2016 წლის იანვარში მან ქალიშვილი ჩარლი გააჩინა. თუმცა 6 კვირის შემდეგ ელიზა და მისი ქმარი ახალმა ამბავმა გააოგნათ. როგორც აღმოჩნდა, ელიზა კვლავ ორსულად იყო.

ელიზას თქმით, ყველა ახლობელი და ნათესავი არწმუნებდა, რომ ძუძუთი კვების დროს არ დაორსულდებოდა, ამიტომ ის და მისი ქმარი სიახლემ ასე გააოცათ.

ყველაზე დიდი გამაოგნებელი სიახლე ის იყო, რომ ამჯერად არა ერთ, არამედ ორ ბავშვს ელოდნენ – ისინი ტყუპების მშობლები გახდებოდნენ.

როგორც ელიზა იხსენებს, უჭირდა იმის დაჯერება, რომ კვლავ ორსულად იყო. მას ორსულობაზე რამდენიმე ტესტის გაკეთება და ექიმებთან კონსულტანციის გავლა მოუწია. „სასწაულის“ მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერა. როცა ქმარმა ახალი ამბავის შესახებ გაიგო, უბრალოდ სახეზე „ფერი ეცვალა“. პანიკა დიდხანს არ გაგრძელებულა, მომავალმა მშობლებმა საკუთარი თავი ხელებში აიყვანეს და ოჯახის გამრავლებისთვის მზადება დაიწყეს.

ლიზა ქმრის მადლიერია, რადგან მეორე ორსულობის გამო პატარა ქალიშვილს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. ფიზიკურად, მის ქმარს ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდა მოუწია.

აი, ახალ წელს, დეკემბერში ტყუპები ამ ქვეყანას მოევლინენ.

ახლა ბავშვებთან ერთად ნებისმიერი გასეირნება თავგადასავლებით არის სავსე, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო საზრუნავია.

როცა ამ ბედნიერი ოჯახის სურათებს უყურებთ, აცნობიერებთ, რომ დიდი ოჯახის ქონა შესანიშნავია!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი