საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფიჭვნარში 10-ჯერ უფრო ნაკლები ბაქტერიაა, ვიდრე ფოთლოვან ტყეში. ამის მიზეზი ფიტონციდების მაღალი კონცენტრაციაა, რომელსაც წიწვოვანი ხეები უხვად გამოყოფენ. შეიძლება თუ არა ეს ბუნებრივი წამალი ჩვენც გამოვიყენოთ? დიახ, შეიძლება! შეაგროვეთ ფიჭვის ახალგაზრდა კვირტები და იმოქმედეთ!
ფიჭვის ახალგაზრდა კვირტები
ფიჭვის რბილი, ზურმუხტისფერი კვირტები, რომლებიც ტოტის ბოლოებზე იზრდება, იკრიფება გაზაფხულზე. ამ დროს მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებით მაღალია. ახალგაზრდა კვირტები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ბეტა კაროტინს, ეთერზეთებს, ტანინებს, ფიტოციდებს.
სწორედ ეს ნივთიერებები აძლევენ მათ სამკურნალო თვისებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა გაციებისა და ბრონქიტების დროს, ასევე კარგია ავიტამინოზის, კუჭნაწლავის დაავადებების, სტრესების და კანის დაავადებებისთვის.
ფიჭვის კვირტებისგან ძირითადად ამზადებენ ნაყენს, კრემებს, ნახარშებს, მურაბას და სამკურნალო ჩაის. ფიჭვის ნაყენი ცნობილია, როგორც ანტიბაქტერიული და მადეზინფიცირებელი საშუალება. მას იყენებენ ფიტოფტპოროზის პროფილაქტიკისთვის პომიდვრებსა და კარტოფილზე. ამისათვის იღებენ ნარევს წყალთან 1:2 და ასხურებენ მცენარეებს 10-14 დღეში ერთხელ.
ფიჭვის წიწვების ჩაი
ფიჭვის წიწვების ჩაი ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, ამაღლებს იმუნიტეტს. სულ რამდენიმე ყლუპია საჭირო მთელი დღის განმავლობაში ენერგიით და პოზიტიური განწყობით რომ აივსოთ. შეაგროვეთ ქორფა ტოტები ნაზი წიწვებით. ასევე დაგჭირდებათ თაფლი, ლიმონი და მშრალი ბეგქონდარა.
ჩაი შემდეგნაირად მოამზადეთ: 5-10 გ. გარეცხილი წიწვები ჩაყარეთ ჩაიდანში, დაამატეთ რამდენიმე ღერი ბეგქონდარა, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით 20 წუთით. თქვენი ჩაი მზად არის. ჩამოასხით ფინჯნებში, დაამატეთ ცოტა თაფლი და ლიმნის ნაჭერი.
ფიჭვის წიწვების ნახარში
აიღეთ 5 სუფრის კოვზი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები (წინასწარ გარეცხეთ), ერთი სუფრის კოვზი ასკილი და ორი კოვზი ხახვის ფურცელი
დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. დადგით 12 საათი. ეს ნახარში საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს.
ფიჭვის სიროფი
ფიჭვის კვირტებისგან ამზადებენ სიროფსაც, მას ფიჭვის თაფლსაც ეძახიან. დაგჭირდებათ 500 გრამი ქორფა წიწვები (უმჯობესია, შეაგროვოთ მაისში) 1 კგ შაქარი, 1 ლ. წყალი და ნახევარი ლიმონი.
მომზადების წესი: დაასხით კვირტებს წყალი, ადუღეთ 20 წუთი. გადმოდგით და გააგრილეთ. გაწურეთ კარგად. წვენში ჩაყარეთ შაქარი დაა ისევ დადგით ცეცხლზე. ადუღეთ 30-40 წუთი შესქელებამდე. ბოლოს დაუმატეთ ლიმნის წვენი. საბოლოოდ გამოვა ბლანტი სითხე ფიჭვის არომატით. მიიღება ერთი კოვზი დღეში ავიტამინოზის, გაციების და ანთებითი კერების სამკურნალოდ.