ლამაზი, ჯანსაღი და სქელი თმა ქალური სილამაზის გარანტიაა. ახლა, თმის ცვენის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება იყოს, მათ შორის ემოციური და ფიზიკური სტრესი, ჰორმონალური დარღვევა, არასწორი კვება და ა.შ.
„პაპარაცი“ თმის ნიღბის რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც თმის ცვენის პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ნიღაბი თმას კვებას, მის ზრდას სტიმულირებს, თმის ღეროებს უფრო ძლიერს, ჯანსაღს და ლამაზს ხდის.
ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 1 მწიფე ბანანი
- 1 ს/კ თაფლი
- ½ ჭიქა (125 მლ) ლუდი
1. პირველ რიგში, ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ და 1 კვერცხი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
2. 1 ს/კ თაფლი, 125 მლ ლუდი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3. მიღებული ნარევი თავის კანზე წაისვით და 5 წუთით დაიმასაჟეთ.
4. შემდეგ საშხაპე ქუდი დაიხურეთ და 1 საათით გაიჩერეთ.
5. დამასრულებელი ეტაპი – როგორც ჩვეულებრივ, ნიღაბი ჩამოიბანეთ და თავი გაიშრეთ.
ცოტა რამ თითოეული ინგრედიენტის სასარგებლო თვისებების შესახებ:
ბანანი A, C და E ვიტამინების წყაროა, რომელთა წყალობით დაზიანებული და დასუსტებული თმა კვლავ ჯანსაღი ხდება.
თმის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერება ცილებია, ხოლო კვერცხი ცილებით მდიდარია. ცილები ჯანსაღი და ძლიერი თმის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
B ჯგუფის ვიტამინები, რომელთაც ლუდი შეიცავს, თმის კუტიკულის (გარეგანი შრე) გამკვრივებას ხელს უწყობს.
თმა დამატენიანებლის როლში გამოდის, რომელიც თმას არბილებს. ასევე ბევრი ვიტამინის წყაროს წარმოადგენს.