სასუქი სპატიფილიუმის ყვავილობისთვის

355

ქალური ბედნიერება ჩემს სახლში უკვე მე-5 წელია იზრდება. მისი პატარა ბუჩქი დედამ მაჩუქა ახალ ბინაში გადასვლის აღნიშვნისას. სპატიფილიუმმა ყვავილობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სპეციალური სასუქის გარეშე,  ის დღემდეც უბრალოდ ბუჩქი იქნებოდა.

სიტუაცია სრულიად გამოუვალი რომ იყოს, მას აგარაკზე წავიღებდი. როგორც მეუღლე ეძახის, უსარგებლო მცენარეების საწყობში შევინახავდი. ჩემს სპატიფილიუმს ხშირად უჩნდებოდა თეთრი ხაზები,ამიტომ მას ბოლო შანსი მივეცი და სასუქის გამოყენება დავიწყე.

სპატიფილუმის ყვავილობის სტიმულირება

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთი სასუქი ვერ მოახდენს სასწაულს,თუ ყვავილებს არასწორად უვლით. სპატიფილიუმი არაა ჭირვეული მცენარე, თუმცა მას უყვარს სითბო და მორწყვა.

თუკი დარწმუნებული ხართ, რომ სპატიფილიუმს სწორად უვლით, ის კი მაინც არ ყვავილობს,არ დანებდეთ,გამოსავალი არსებობს. ახალი ყვავილების წარმოქნის სტიმულირებისთვის მიწა გაანოყიერეთ ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქით. გაცილებით ეფექტურია ფოთლოვანი გამოკვება.

სწორი გამოკვების წესები

მონო კალიუმის ფოსფატი გახსენით წყალში, მიჰყევით შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას. ხსნარი ჩაასხით პულველიზატორში,კარგად აანჯღრიეთ. მოასხურეთ სპატიფილიუმის ფოთლებს ორივე მხრიდან.

ამ დროს მცენარე არ უნდა იმყოფებოდეს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. ხნსნარი ფოთლებს შორიდან მოასხურეთ, რათა მათზე დარჩეს პატარა წვეთები.

მსგავსი მეთოდით გამოკვებეთ სპატიფილიუმი არაუმეტეს 2-3ჯერ წელიწადში. უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი დრო, როცა მცენარე ყვავილობას დაწყებას აპირებს.

რამდენად მოგწონთ ეს ყვავილი? როგორ უვლით მას? გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს