ჟონავს სარეცხი მანქანა – მოულოდნელი და სამწუხარო ამბავი. ამის შემდეგ იწყება პანიკა: რა უნდა ქნან, სად გაიქცნენ, ვის მიმართონ? საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
paparazzi.ge-ს რედაქციამ სცადა ამ საკითხის შესწავლა და დღეს დეტალურად აგიხსნით, თუ რატომ ხდება ასე, შეიძლება თუ არა სარეცხი მანქანის გადარჩენა და რა უნდა გააკეთოთ ამ დროს.
როცა სარეცხი მანქანა ჟონავს
განვიხილოთ წყლის გაჟონვა ფხვნილის ჩასაყრელი ნაწილიდან. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არ არის დიდი პრობლემა და უარესებიც ხდება. მაგრამ ასე არ არის. ეს პატარა პრობლემა უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მექანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის და საჭიროა ჩარევა.
საქმე იმაშია, რომ წყლის ხანგრძლივმა გაჟონვამ მანქანას შეიძლება დაუზიანოს მეტალის შიდა ნაწილები, ან პლასტიკატის გარე ელემენტები. ეს მანქანის მუშაობას პრობლემებს შეუქმნის.
ვიპოვოთ პრობლემის ფესვები
მოდით, გავერკვეთ, თუ როგორ მუშაობს ფხვნილის მიმღები განყოფილება და რამ შეიძლება დააზიანოს ის? ეს არის ცალკე სათავსო, სადაც იყრება განსაზღვრული რაოდენობის სარეცხი ფხვნილი ან კონდენციონერი. როგორც კი ჩაირთვება რეცხვის რეჟიმი, ამ განყოფილებაში ჩადის წყალი. მას ჩააქვს სარეცხი საშუალება მექანიზმის შიგნით, სარეცხთან.
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: “ფხვნილის ჩასაყრელი ნაწილი ხომ ჰერმეტულად იკეტება?” ეს მთლად მასე არ არის. ფხვნილის ჩასაყრელს და მანქანას შორის მაინც არის პატარა სივრცე. პრობლემის შემთხვევაში წყალი აუცილებლად ნახავს გასასვლელს
და დაიწყებს ჟონვას გვერდითა ან წინა კედლიდან. ეს თუ ხანგრძლივად გაგრძელდა, მანქანის მეტალის ნაწილები დაიჟანგება და მწყობრიდან გამოვა.
რატომ ჟონავს სარეცხი მანქანა
ყველაზე ხშირად პრობლემას უხარისხო წყალი იწვევს. რომელიც წყლის მიმწოდებელ ნაწილებში ნადებს აჩენს, შემდეგ კი იწყება პრობლემა. ეს ნადები წყლის ჭავლის სწორი მიმართულებით გასვლას ხელს უშლის, ან უბრალოდ აფერხებს. შეიძლება სუსტმა ნაკადმა ვერ შეძლოს ფხვნილის ჩატანა და გაქვავებული დაგხვდეთ კიდეში.
გამოსავალი სიტუაციიდან
იდეალურ სიტუაციაში, სარეცხი მანქანა კვალიფიციურმა ხელოსანმა უნდა ნახოს. ის ზუსტად განსაზღვრავს პრობლემას და მოაგვარებს მას. მაგრამ ბევრი არ იქცევა ასე და თავად ცდილობს შეკეთებას.
მაგალითად: უკან ხრიან სარეცხ მანქანას, არ კეტავენ სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელს ბოლომდე, რომ არ გაივსოს წყლით და არ გადმოვიდეს. დაიმახსოვრეთ: თუ ოდნავ მაინც ხდება გაჟონვა, სარეცხ მანქანას ჭირდება შეკეთება! ეს არ გამოსწორდება ადგილმდებარეობის შეცვლით ან სხვა მანიპულაციებით. პრობლემის მოსაგვარებლად მიმართეთ ხელოსანს.
თუ თქვენ ოქროს ხელები გაქვთ
ყოველთვის არ არის ხელოსნის ან პროფესიონალური მომსახურების მიღების საშუალება. თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვთ, სცადეთ ფხვნილის მიმღები მექანიზმის დაშლა. ჯერ უნდა გამოიღოთ ფხვნილის ჩასაყრელი ყუთი სახრახნისით. შემდეგ მოხსნათ მანქანას წინა და ზედა პლასტიკატის პანელი.
როგორც კი დაინახავთ ფხვნილის მიმღებ პლასტიკატის ნაწილს, გამოაძვრეთ წყლის წყაროს – ეს ძალიან მარტივია. შემდეგ კარგად გაასუფთავეთ დაბინძურებისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნადების მოსაშორებელი სპეციალური საშუალება.
როდესაც ფხვნილის მიმღებს კარგად გაასუფთავებთ, კარგად გააშრეთ, შემდეგ დაფარეთ სილიკონის ჰერმეტიკით, რაც სიმყარეს მიანიჭებს მას. დააბრუნეთ ყველა ნაწილი თავის ადგილას და ამოისუნთქეთ!
სარეცხი მანქანა აღარ ჟონავს
ეს მარტივი და ამავე დროს საჭირო რჩევა დაგეხმარებათ შეაკეთოთ ფხვნილის მიმღები ნაწილი და შეაჩეროთ წყლის გაჟონვა. წარმატებებს გისურვებთ