როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ხელსახოცი, რომ მას უწინდებური იერსახე დაიბრუნოს.

0
851

ყველა თავმოყვარე დიასახლისს წესრიგი და სისუფთავე უნდა ჰქონდეს სამზარეულოში. მაგრამ ამაში ხშირად სამზარეულოს ხელსახოცები უშლის ხელს, რომლებიც მალევე კარგავს მიმზიდველ იერსახეს. ჩნდება ცხიმის ლაქები, ხშირი რეცხვის შედეგად კი თეთრი ხელსახოცი ნაცრისფერი ხდება.

დღეს პაპარაცი მოგითხრობთ ბიუჯეტური და ძალზედ ეფექტური საშუალების შესახებ, რომელი გაათეთრებს და უწინდებურ იერსახეს დაუბრუნებს სამზარეულოს ხელსახოცებს.

საჭირო მასალა

  • წყალი;
  • 1 ს.კ. სილიკატური წებო;
  • საზომი კოვზი ფხვნილისთვის;
  • ტაშტი.

მუშაობის მსვლელობა

  1. ჩაასხით ტაშტში წყალი. დაამატეთ სარეცხი ფხვნილი და სილიკატური წებო.
  2. დადგით ტაშტი გაზქურაზე, მოათავსეთ ხელსახოცები.
  3. მიაქციეთ ყურადღება, რომ ხელსახოცები წყლით სრულად იყოს დაფარული.
  4. მას მერე, რაც წყალი წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და კიდევ 20 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ.
  5. გაავლეთ ხელსახოცები ცივი წყლით, გააშრეთ, გააუთოვეთ და დატკბით შესანიშნავი შედეგით!

ამ მეთოდის ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი