ოჯახში ცხოვრების წესები ცოლ-ქმარმა შეთანხმებულად უნდა მოიფიქროს. მისი თითოეული წევრი თანახმა უნდა იყოს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ იდეას. თუ ეს ასე არაა,თუ ჩნდება პრობლემა და მის აღმოფხვრას ერთიანი ძალებით არავინ ცდილობს,მაშინ ოჯახში დგება ქაოსი და გაუგებრობა. სწორედ ამ თემას შეეხება დღევანდელი სტატია, რომელიც რედაქცია “paparazzi”-მ მოგიმზადათ.
ოჯახში თანაცხოვრების წესები
” ჩემი რძალი-მტარვალია. ის ვაჟს ართმევს მთლიან ხელფასს,სერგოს ზოგჯერ მგზავრობის თანხაც კი არ რჩება, არათუ სადილის. ელენე ახალგაზრდა და ჭკვიანი ქალია, 28 წლისაა, 5 წლით უფროსია ჩემს ბიჭზე. როცა დაქორწინდნენ, ცოლმა ოჯახში საკუთარი წესები დაამკვიდრა,სერგო ამის წინააღმდეგი არ ყოფილა. ელენეს თქმით, ცოლ-ქმრის ხელფასი საერთო ბიუჯეტში უნდა მოექცეს,ასე გაცილებით მარტივი და გონივრულია ხარჯების განაწილება”-ვერ მალავს საკუთარ სიბრაზეს ქალბატონი ლია.
“შვილები ჯერ არ ჰყავთ,ორივე მუშაობს. სერგოს საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს,რასაკვირველია,ელენეზე მეტი. ისინი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ,რომელიც ჩემს ვაჟს მე და ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვაჩუქეთ. ვიცოდით, რომ მას ფულის შოვნა არ გაუჭირდებოდა,ახლა კი თანხას ჩემგან სესხულობს.
ელენეს სამსახურში საჭმლის კონტეინერი დააქვს,სერგოს კი სასადილო აქვს, იქ არაა მიღებული საკვების სახლიდან ტარება. თუმცა ცოლი არ აძლევს ფულს მეუღლეს სადილისთვის. ამბობს, რომ ასე ისინი გაკოტრდებიან.როცა სერგო თანხაზე იწყებს ლაპარაკს, ყველაფერი ცრემლის ღვრით მთავრდება. ცოლსნაწყენია და ისტერიკაში ვარდება. რძალს ფინანსურად დედამისი ეხმარება, სწორედ მან ურჩია ქალიშვილს ოჯახის საერთო ბიუჯეტი შეექმნა.
საერთო დანაზოგი
“დედამთილმა რძალს ურჩია ფული მოეგროვებინათ ახალი ბინის შესაძენად,თუმცა რძალი თანხას საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავს. ის არ იკლებს კოსმეტიკას და ტანსაცმელს. სერგოს კი ძველი მაისური უკვე წლებია აცვია.
ერთხელ ის ჩვენთან მოვიდა,რათა მამას სარეცხი მანქანის დამონტაჟებაში დახმარებოდა. როცა სვიტერი გაიხადა, შევნიშნე მისი დახეული მაისური. ვკითხე, ნუთუ ახლის ყიდვის ფული არ ჰქონდა. ის გაწილთდა და მიპასუხა:”ელენე ამბობს,რომ სვიტერის შიგნით არაფერი გამოჩნდება”. რძალი დღესასწაულებზე ახალ კაბებს ყიდულობს,ქმარს კი წინდებს და შხაპის გელს ჩუქნის.
სერგო ძალიან კეთილია და არასოდეს ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. თუმცა სახლში დაბრუნებულმა ძველი,უკვე გადაყრილი წინდები ყუთში რომ აღმოაჩინა,ძალიან გაბრაზდა. ელენემ ის ნაგვის ურნიდან ამოიღო,გაკერა და კარადაში დააბრუნა. მაშინ სერგომ თანხა აიღო და სავაჭრო ცენტრში წავიდა ახალი წყვილის საყიდლად.
როცა სერგო დაბრუნდა, მაგიდაზე წერილი დახვდა:” დედასთან წავედი,დავბრუნდები მაშინ,როცა ბოდიშს მომიხდი.” ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ნუთუ უნდა ეცვას მას გახეული წინდები ასეთი ხელმომჭირნე ცოლის გამო? სინამდვილეში ელენე ეგოისტია, ფულს მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავს. როცა ცოლად მოიყვანა,მას საკუთარი აქსესუარებიც კი არ ჰქონდა,ყველაფერი ქალბატონმა ლიამ უყიდა. ახლა კი საერთო ბიუჯეტი მოინდომა”.
“paparazzi”-ის რედაქციისგან
პრობლემა იმაშია, რომ ელენემ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ,ვინ და როგორ გამოიყენებდა ბიუჯეტს. მას სურდა საკუთარი მშობლების გამოცდილება გაემეორებინა,თუმცა ეს მის ქმარს არ მოეწონა. სერგოს უბედურება იმაშია, რომ ის დიდხანს დუმდა და შეეგუა ცოლის მიერ დაწესებულ კანონებს. როცა ადამიანები საკუთარი აზრს თამამად გამოხატავენ,ისინი გაცილებით მარტივად წყვეტენ კონფლიქტებს ოჯახში,ადვილად პოულობენ კომპრომისებს.