კიტრი წნილი ლუდით, სტანდარტულ კიტრის მარინადზე უკეთესი გამოდის

0
153

კიტრის მომზადება უამრავი მეთოდით შეიძლება და ამით არის ის უნიკალური. ყველა დიასახლისმა იცის, თუ როგორ მოამზადოს კიტრის მარინადი ძმრით, მწნილი ხრაშუნა და გემრიელი. ერთ დღესაც ის გამოცდის ახალ რეცეპტს და შედეგით ნამდვილად გაოცდება.

დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ კიტრის მარინადი ლუდით. ცნობილია, რომ ჰოლანდიელები სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ კიტრის წნილს. ჩვენთან კი თითქმის არ იციან.

კიტრის მარინადი ძმრით

ინგრედიენტები

  • 500 გ. კიტრი
  • 500 მლ. ლუდი (უმჯობესია ცოცხალი)
  • 3 ს/კ ძმარი ან უმისოდ
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფნის ფოთოლი
  • მშრალი მდოგვი
  • კამა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ კიტრი და დაჭერით სიგრძეზე. შუაზე ან რგოლებად დაჭრას არ გირჩევთ.
  2. ლიტრიანი ქილის ძირზე  ჩააწყვეთ დაფნის ფოთლები, ჩაყარეთ ცოტა მდოგვის ფხვნილი და რამდენიმე კბილი ორად გაჭრილი ნიორი.
  3. ქილაში მოათავსეთ ასევე ნედლი კამა და მომცრო ზომის მწარე წიწაკა ან ჩილი.
  4. აიღეთ გრძლად დაჭრილი კიტრი და მოათავსეთ ქილაში. შემდეგ გახსენით კარგი ცოცხალი ლუდის ბოთლი, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ცოტა ძმარი – სურვილისამებრ, მიიყვანეთ დუღილამდე  და დაასხით კიტრს, ქილა შეავსეთ ბოლომდე და კარგად დაახურეთ თავსახური. სულ ეს არის!

უკვე მეორე დღეს კიტრის მარინადი მზად იქნება. მისი განსაკუთრებული გემო კი ყველას გააოცებს. შეგიძლიათ დალიოთ მისი წვენიც და ისიამოვნოთ.

ეს სასმელი სასიამოვნო იქნება მათთვისაც კი, ვისაც ალკოჰოლური სასმელები არ იზიდავს, კიტრის პიკანტური გემოც სიახლე იქნება თქვენს რაციონში. მითუმეტეს, თუ მოგბეზრდათ ჩვენში მიღებული სტანდარტული მარინადის გემო და ექსპერიმენტის სურვილმა გაიღვიძა თქვენში. საინტერესო ჩანს და სცადეთ..