შაბათ-კვირისთვის მოვამზადე ღვეზელები ხახვით, რომ ყველას გავუმასპინძლდე, ვინც სტუმრად შემოირბენს

0
116

როგორ მოვიქცეთ, თუ ბევრი მწვანე ხახვი გაქვთ და არ იცით სად წაიღოთ? შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში, წვნიანებში. კიდევ? კიდევ შეგიძლიათ გამოაცხოთ სურნელოვანი, ფაფუკი ღვეზელები მწვანე ხახვით და კვერცხით.

ღვეზელი მწვანე ხახვით და კვერცხით

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 400 გ. ფქვილი
  • 1 ც/კ წყალი
  • მარილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 3 კონა მწვანე ხახვი
  • 4-5 კვერცხი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ ჯამში ახალი გაცრილი ფქვილი. ჟანგბადით გაჯერებული ფქვილისგან უფრო ფაფუკი და ფუმფულა ცომი გამოვა.
  2. ფქვილის შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით მცენარეული ზეთი, მარილი და ცხელი წყალი.
  3. თავიდან ურიეთ ჩანგლით, რადგან ცხელია და როდესაც შეგრილდება, გააგრძელეთ ხელით. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური და რბილი, თუ თხელი გამოვა, დაამატეთ ფქვილი.
  4. მოზელილ ცომს გადააფარეთ სამზარეულოს პარკი და დადგით 15-20 წუთით გასაფუებლად.
  5. ამასობაში, მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. წვრილად დაჭერით ხახვიც.
  6. აურიეთ ხახვი და კვერცხი ერთმანეთში და დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  7. მიეცით ცომს ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოაგუნდავეთ ფქვილში და გააბრტყელეთ.
  8. თითოეული ცომის კიდეზე დადეთ გულსართი, შეკარით კარგად, რომ ჰაერი არ გამოვიდეს.
  9. ნაპირები გაუკეთეთ ნაწნავის ფორმაზე.
  10. ეწვით თითოეული ღვეზელი ცხელ ზეთში ორივე მხრიდან. ის გამოვა რბილი და წვნიანი შიგნიდან.

სცადეთ ეს მსუბუქი, გემრიელი რეცეპტი ჩვენთან ერთად.გემრიელად მიირთვით!