საქორწილო ბეჭედთან დაკავშირებული ცრურწმენები, რომელთა შესახებ ნამდვილად არ იცოდით

1280

საქორწილო ბეჭედი არა მხოლოდ ოქროს სამკაული, არამედ ჯადოსნური სიმბოლოა, რომელიც ცხოვრებას, სიყვარულს და ოჯახური კავშირის ჰარმონიას ასახავს. საქორწილო ბეჭედი მფლობელის შესახებ ინფორმაციას ინახავს, ამიტომ ალბათ არაერთხელ გაგიგიათ, რომ საკუთარი ბეჭდის გაზომვის ან ტარების უფლება არავის უნდა მისცეთ. „პაპარაცი“ საქორწილო ბეჭედთან დაკავშირებულ ცრურწმენებს გაგიზიარებთ.

№ 1 ცრურწმენა

ხალხში არსებობს ცრურწმენა, რომ მშობლებმა, რომლებიც გაშორებულნი არიან, ან ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, ახალდაქორწინებულებს საკუთარი საქორწილო ბეჭედი არ უნდა მისცენ. სასურველია, რომ ბეჭედი თავიდანვე მხოლოდ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეთ.

№ 2 ცრურწმენა

ამ ცრურწმენის მიხედვით, ცოლ-ქმარმა საქორწილო ბეჭედი აუცილებლობის გარეშე არ უნდა მოიხსნან. ეს სახლსა და ოჯახში სითბოს, მყუდროების და ურთიერთგაგების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

№ 3 ცრურწმენა

ბეჭდის ზედაპირი გლუვი და თანასწორი უნდა იყოს. საქორწილო ბეჭედი ძვირფასი ქვებით ან ამობეჭდილი ასოებით სჯობს არ შეარჩიოთ, რომ ბედნიერებას გამოცდა არ მოუწყოთ. გლუვი ბეჭედი გლუვი და მშვიდი ცხოვრების ნიშანია!

№ 4 ცრურწმენა

საქორწილო ბეჭდის შერჩევის დროს სასურველია უპირატესობა ძვირფასი ქვების მასალას მიანიჭოთ. ყველაზე უკეთ ოქრო ან პლატინა გამოდგება. ლითონის გამძლეობა ურღვევი კავშირის და კეთილდღეობის ნიშანია.

№ 5 ცრურწმენა

საქორწილო ბეჭედი არ უნდა გადაადნოთ! ეს ბეჭედი სიყვარულის მუდმივი სიმბოლოა და პირველი სახით უნდა ატაროთ. ამასთან, ბეჭედზე თქვენი ბედნიერება გროვდება და ამის „დარღვევა“ არ შეიძლება.

№ 6 ცრურწმენა

ბეჭედი კარგი განწყობით შეიძინეთ. თუ ბეჭდის შეძენა გადაწყვიტეთ, ხოლო კარგი განწყობა არ გაქვთ, სჯობს მისი შეძენა გადადოთ.

თუ ბეჭედი უკვე შეარჩიეთ, სახლში შეტანამდე წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ბედნიერი ცხოვრებისთვის, მყარი ოჯახისთვის. ამინ“.

ცრურწმენები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთებაა. ცხოვრების ღირსეული მეგზური უნდა იპოვოთ, რომელიც გზას ბოლომდე თქვენთან ერთად გაივლის. მნიშვნელოვანია მთელი გულით მიხვდეთ და იგრძნოთ, რომ თქვენ სწორედ ის ადამიანი იპოვეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს