ჩვენი ისტორიის გმირს 5 შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსი 2წლისაა, უფროსი-10. მიუხედავად იმისა, რომ დედა მხოლოდ 40 წლისაა, ის თავს ხანდაზმულად მიიჩნევს.
მრავალშვილიანი დედის შრომა
ორგანიზმთან დაკავშირებული სირთულეები
ჩვენი გმირი არ ურჩევს ქალბატონებს ორზე მეტი შვილის გაჩენას. სამწუხაროდ, მრავალშვილიანი დედის სამსახურში არ შედის საკუთარ თავზე ზრუნვა. მშობიარობებს შორის უნდა გავიდეს სულ მცირე 2,5 წელზე მეტი. სწორედ ეს პერიოდია საჭირო ორგანიზმის სრულფასოვანი აღდგენისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობიარობა მხოლოდ გაართულებს ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ოჯახური მოვალეობები
შვილები ძალიან დიდ ყურადღებს ითხოვენ. მცირე შემოსავალი ძიძის აყვანის შესაძლებლობას გამორიცხავს. ქმარიც ვერ ეხმარება, რადგან სულ მუშაობს. ეტყობა, ცოტაც და მოსამსახურე პერსონალის როლში აღმოჩნდება.
ჩვენი გმირი ვეღარ გრძნობს,რომ ქალია. იმედია, ბაშვები რომ წამოიზრდებიან,დედას სახლის საქმეებში მიეხმარებიან. იქნებ მაშინ მაინც დარჩეს ცოტაოდენი დროს საკუთარი თავისთვის.
არსებობენ მრავალშვილიანი დედები, რომლებიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან. როგორც წესი, მათ აქვთ საკმარისი ფული,ჰყავთ მოსამსახურე,ასევე ყოველთვის რჩებათ დრო საკუთარი თავისთვის. მსგავს შემთვევაში მრავალშვილიანი დედის სტატუსი ისე საშიშად აღარ ჟღერს. როგორც უამრავი რამ ამ სამყაროში,ფულით ამ მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეიძლება.
ასევე ჩნდება კითხვა:თუ არ გყოფნით საარსებო საშუალება,ნათესავები არ გეხმარებიან,რა საჭიროა ამდენი ბავშვის გაჩენა? ეს ხომ ვერც სილამაზეს და ვერც ახალგაზრდობას ვერ შეგმატებთ, დედის პასუხისმგებლობა კი საგრძნობლად გაიზრდება.
ყველაფერში აუცილებელია განსაზღვრული ბალანსი. დედამ იმდენი შვილი უნდა გააჩინოს, რამდენის ფინანსური უზრუველყოფა და აღზრდაც შეუძლია.
შვილებზე ზრუნვის გარდა, იფიქრეთ საკუთარ კომფორტსა და ჯანმრთელობაზე. მრავალშვილიანი დედის ხვედრი მძიმეა. მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება,ეძებეთ ბედნიერება წვრილმანებში.