მოვაწყვე ბარი ლოქორიებისთვის და იქ ვეპატიჟები არასასურველ სტუმრებს

0
214

კორონავირუსის მეორე ტალღის შემდგომ ზაფხულს დამსვენებლები წითური ლოქორიების სეზონს ეძახიან. ამ მოლუსკის ლათინური სახელწოდებაა Arion lusitanicus, ან ესპანური ლოქორია. ის ჩვენთან სავარაუდოდ, შემოტანილ ხილს შემოყვა. ესპანური ლოქორია ჩვეულებრივზე უფრო მოზრდილი ტანისაა, ნაკლებად მრავლდება, მაგრამ ჩვენს გარემოში არ ყავს ბიოლოგიური მტერი. ამიტომ მისი გამოჩენა ბაღში უკვე პრობლემაა და ჩნდება კითხვა: როგორ დავიცვათ ამ მავნებლებისგან მოსავალი? paparazzi.ge ამაზე გიპასუხებთ:

როგორ ვებრძოლოთ ლოქორიებს

წელს წითური ლოქორიების პოპულაციმ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო თბილმა ზამთარმა და წვიმიანმა გაზაფხულმა.

მავნე უცხოტომელების კოლონიები ხრავენ ყველანაირ ბოსტნეულს, ყვავილებს, მწვანილებს…

დალაგება

ლოქორიებს უყვართ ნესტიანი და ტენიანი ადგილები, კუთხეები სადაც ბევრი სარეველა და მცენარეების ნარჩენებია. ამიტომ ეცადეთ დროულად გაიტანოთ ნაგავი, რომ მათ ბუდედ არ გადაიქცეს.

არ დააგროვოთ კომპოსტი ნაკვეთთან. დაბარეთ მიწა შემოდგომის ბოლოს, რომ ზამთარში მავნებლების კვერცხები განადგურდეს. რეგულარულად მოთხარეთ სარეველები.

ქიმიური მეთოდები

მავნებლებთან ბრძოლის ყველაზე მუშა მეთოდია ქიმიური პრეპარატები, მაგრამ ისინი ადამიანისთვის და შინაური ცხოველებისთვისაც საშიშია. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოაქვეყნა აკრძალვა პოპულარული  პესტიციდის მეტალდეგიდი. ეკოლოგების აზრით, ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩიტებისთვის, ფუტკრებისა და სასარგებლო მწერებისთვის.

შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა ფოსფორზე დამზადებული პრეპარატები: Ferramol (Neudorf), Natria snigelmedel (Bayer), SnigelGift (Greenline). პრეპარატის გრანულები უნდა მოაყროთ მიწის ზედაპირზე – 5 გრამი კვადრატულ მეტრზე. ეს უმჯობესია გააკეთოთ მაისში, როდესაც გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყებს გამოჩეკას პატარა ლოქორიები.

ხალხური მეთოდებიდან ცნობილია ჩვეულებრივი სუფრის მარილი, მაგრამ მისი ხშირად მოყრით შეიძლება მიიღოთ მარილიანი მიწა, რომელზეც სარეველაც კი ვერ გაიხარებს.

ხელით შეგროვება

ყველაზე უსაფრთხო საშუალება პრობლემის მოსაგვარებლად არის თქვენი ხელები. ღამით შეიარაღდით ფანრით, პლასტიკატის ტომრით და მაკრატლით. მავნებლები არიან პარაზიტების გადამტანი, ამიტომ ჩაიცვით ხელთათმანი.

შეაგროვეთ ლოქორიები, მაკრატლით გადაჭერით შუაზე და ჩააგდეთ ტომარაში. გადააგდეთ ნაგავსაყრელზე ან ღრმად დამარხეთ, რადგან თუ სადმე ახლო-მახლო გადაყრით, ახალ ლოქორიებს მოიზიდავს.

ხაფანგები

წინა მეთოდი კარგია პატარა ნაკვეთისთვის, მაგრამ დიდ ტერიტორიაზე ლოქორიების ხელით შეგროვება შეუძლებელია. ამჯერად დაიხმარეთ ხაფანგები. სატყუარად კი გამოგადგებათ… ლუდი!

ჩაასხით ის წვენის მუყაოს ყუთში, ან თავად გააკეთეთ პლასტიკატის ბოთლისგან – წააჭერით ზედა ნაწილი და ჩაყავით თავით ბოთლის ძირში.

ლუდის სუნი მიიზიდავს მოლუსკებს, ჩაძვრებიან ბოთლში და უკან ვეღარ გამოვლენ. დადეთ მათთვის საყვარელი საკვები ბაღში, მაგალითად კომბოსტო . დილით კი დაუპატიჟებელი სტუმრების მთელი კოლექცია დაგხვდებათ მის გარშემო.

ზოგიერთი მებაღე სატყუარას სახით თეფშით კოკა-კოლას უდგამს. მისი არომატი იზიდავს ლოქორიებს, ხოლო სასმელში შემავალი ორტოფოსფატის მჟავა მათ სიკვდილს იწვევს.

ბუნებრივი მტრები

ლოქორიებს გემრიელად მიირთმევენ ქათმები და იხვები. მაგრამ მათი შეშევება ბაღში მთელი მოსავლის ჩასანსვლით დამთავრდება, ამიტომ დაივიწყეთ! ლოქორიებზე არც ზღარბები და გომბეშოები ამბობენ უარს. ასე, რომ თუ თქვენს ნაკვეთზე ზღარბებს დაასახლებთ, პრობლემაც მოგვარდება.

ევროპაში ლოქორიებთან საბრძოლველად გამოიყენება ინგლისური პრეპარატი Nemaslug, რომელიც შეიცავს მიკროსკოპულ ჭიას ნემატოდს – ლოქორიას ბუნებრივ მტერს. ის ადამიანისთვის, ცხოველებისთვის და ჭიაყელებისთვისაც კი სრულიად უსაფრთხოა.

თქვენ რა ხერხს იყენებთ? გავიზიარეთ კომენტარებში.