მას-მედიის გავლენით ასაკის ინდიკატორად რატომღაც ნაოჭები ითვლება. მაგრამ არასდროს საუბრობენ სხვა ნიშნებზე, რომელიც უფრო მეტად ავლენს ასაკს.
არის რამდენიმე გამოვლინება კანზე, რომელსაც ახალგაზრდობიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა გაღრმავდება და უფრო მეტად მოგიმატებთ წლებს. სტატიაში paparazzi.ge სწორედ ამ პრობლემებზე მოგიყვებათ.
მოვლილი და ლამაზი ქალი
გაფართოებული ფორები
როგორც წესი, გაფართოებული ფორები უჩნდებათ მოზარდებს პუბერტატულ პერიოდში და ასევე უჩნდებათ ასაკოვან ადამიანებს. ამას იწვევს კოლაგენის გამომუშავების შემცირება ორგანიზმში და ნივთიერებათა ცვლის შენელება.
როგორ ხდება ეს: როდესაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა, ცხიმის ნარჩენები რჩება ფორებში, რაც მის გაფართოებას იწვევს. მდგომარეობას ართულებს მტვერი და ჭუჭყი, რომელიც ფორებს ახშობს და ადიდებს. ყველაზე მეტად ზიანდება შუბლის, ცხვირის და ნიკაპის ზონები.
როგორ ვებრძოლოთ: ყველაზე მარტივი და უსაფრთხო მეთოდი ფორების გაჩენის პრევენციისთვის ეს არის საკმარისი დატენიანება და კანის მუდმივი წმენდა. ხოლო უკვე გაჩენილ პრობლემაზე მიმართეთ კოსმეტოლოგს.
სახის ფტოზი
ტრადიციულად ტერმინი ფტოზი (ბერძნულად “ვარდნა”) მოიაზრებს ჩზედა ქუთუთოების და საერთოდ, მთელი სახის რბილი ქსოვილების ჩამოწევას.
სახის ფტოზის ყველაზე მთავარი მიზეზი არის გრავიტაცია, შემდეგ მოდის სითხის შეკავება, რაც ამძიმებს კანს და ბოლოს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების შემცირება.
როგორ ხდება ეს: სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, კანი გარკვეულ უბნებზე დუნდება, რის შედეგადაც სახის ოვალი დეფორმაციას განიცდის.
როგორ ვებრძოლოთ: მართალია, გრავიტაციას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ რამდენიმე წესი არსებობს, რაც სახის და საერთოდ, ორგანიზმის მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
ეს არის: სწორი და დაბალანსებული კვება, წყლის ბალანსის შენარჩუნება, ჯანსაღი ძილი, , მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სიმშვიდე. ასევე კარგია სახის მასაჟი და კოსმეტოლოგის დროული ჩარევა, რომელიც კოლაგენის და ელასტინის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
პიგმენტაცია
გარუჯული გოგონები ზღვის სანაპიროზე – მათი კანი მკვრივია, ერთი ფერის, მბზინავი, სახე კი ღიმილიანი. ითვლება, რომ ასეთი უნდა იყოს ზაფხულში ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში რუჯი არც ისე უსაფრთხოა და “ლამაზი”
როგორ ხდება ეს: ულტრაიისფერი სხივების გავლენით ხშირად კანზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის და ზომის ლაქები. ამის პარალელურად მზის სხივები იწვევს ფოტოდაბერებას. ყველაზე მეტად ეს ემუქრება თეთრი კანის მქონე ადამიანებს.
როგორ ვებძოლოთ: პირველ რიგში, იხმარეთ მზისგან დამცავი კრემი. მოერიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, ხოლო რუჯი მიიღეთ მხოლოდ ქოლგის ქვეშ.
სიწითლე
სიწითლე კანზე შეიძლება ინდივიდუალური თვისება იყოს, ან ორგანიზმში ბალანსის დარღვევაზე მიუთითებდეს. სამწუხაროდ, ახალგაზრდულ იერასაც აკარგვინებს კანს.
როგორ ვებრძოლოთ: მოვლა, დატენიანება და კანის გაწმენდა – კარის ერთ ფეში შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე, აუცილებელია მოარიდოთ სახე გარეგან სტრესებს – რუჯი, სიცივე, მწარე საკვები და სხვა.
ნაოჭებთან ბრძოლისგან განსხვავებით, რეკლამა არასდროს საუბრობს მოცემულ ესთეტიკურ პრობლემებზე. არადა, სწორედ ის არის საფუძველი და წინაპირობა კანის დაბერების.
ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ გარეგანი მოვლა არ მოგცემთ შედეგს. მთავარია თქვენი შინაგანი განწყობა საკუთარი თავის და გარესამყაროს მიმართ. ასაკი მხოლოდ ციფრებია და მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც არის, დიდი სიყვარულით.