რატომ არ უხეშობენ ინგლისელი გამყიდველები და მუდამ იღიმებიან

0
77

დასავლეთ ევროპაში ადამიანის გულწრფელობა და სილაღე განსაკუთრებულად ფასდება. ყველა შემხვედრისთვის თავაზიანი გაღიმება იქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენში კი ჯერ კიდევ თვლიან, რომ ეს არაბუნებრივი და ხელოვნური მანერაა.

 

ღიმილი ყველასთვის

მაშინ რატომ არის მისაღები ეს ქცევა დასავლეთ ევროპაში? ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მდიდარი კლიენტი ხარ და ყველა თავს გევლება. სინამდვილეში კი მოსაზრება სხვადასხვა არსებობს – ზოგს მოსწონს, ზოგს არა. paparazzi.ge ეცდება გაერკვეს ყველაზე გავრცელებულ შეხედულებებზე მათ შორის.

ბავშვები

ზოგიერთი ევროპაში მოგზაურობის შემდეგ უკმაყოფილო ბრუნდება. მათთვის გამაღიზიანებელია მუდამ მომღიმარი სახის მიმართვები. თვლიან, რომ ეს ღიმილი და თანაგრძნობით აღსავსე მზერა ზრდილობის გამოხატულება სულაც არ არის. ამ დროს პატარა თითქოს, ბავშვად გრძნობ თავს, რომელმაც ჯერ არაფერი არ იცის და ღიმილით და მოფერებით ამშვიდებ.

მომსახურე პერსონალი

ჩვენთან დაღლილ-დაქანცული კი არის გამყიდველი, კი ასრულებს თავის სამუშაოს, მაგრამ მისალმება და ღიმილი ხანდახან ავიწყდება. შეიძლება საკმაოდ უხეშადაც გამოგისტუმრონ და წესიერადაც არ გიპასუხონ.

მაგრამ თ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, მიზეზს ალბათ წარსულშია. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი შეხედულებები შემორჩენილი. მაშინ გამყიდველის და მსგავსი პროფესიები დამაკნინებლად ითვლებოდა. ამიტომ ღიმილის და თავაზიანი მიმართვის განწყობა არ ქონდათ. არადა ესეც ხომ სამუშაოა?

ევროპაში კი ეს პრობლემა არ არის. იქ მომსახურე პერსონალი იგივე ადამიანია, რაც სხვა. ის ბედნიერია, რომ ასრულებს თავსი სამუშაოს და კარგ ხასიათზეა. ღიმილი ხომ გადამდებია – შენ მე, მე კი შენ. კარგი განწყობა კი სხვაგანაც მიგყვება და ბედნიერ ხარ მთელი დღე.

 უბრალოდ ზრდილობა

კიდევ ართი შეხედულება – ინგლისელები  როგორც ვიცით მრავალ იერარქიიანი ერის შთამომავლები არიან. მათ ეს ძალიან მოსწონთ და ამაყობენ კიდეც. თანამედროვე საზოგადოებაშიც ინარჩუნებენ ამ ფორმას – მუდმივი ზრდილობიანი ეტიკეტი, ღიმილი და კომპლიმენტები – ინგლისელების ცხოვრების ნაწილია.

დროთა განმავლობაში, შოტლანდიაშიც დაიწყეს “გლეხური” აქცენტის დახვეწა, შემდეგ ირლანდიაშიც. ბრიტანელებმა საერთო ჯამში კარგი გავლენა მოახდინეს მსოფლიოზე. შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს: თავაზიანი ღიმილი, რომელიც ცუდს არაფერს ნიშნავს.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთან ეს კულტურა თანდათან მკვიდრდება. თუ შეხვალთ უცხოურ კომპანიებში, მაგალითად “მაკდონალდსში”, ან რომელიმე მსგავს დაწესებულებაში, იქ პერსონალი მუდამ მომღიმარი და თავაზიანია. ღიმილი მათი მოვალეობაა და შედის  წესდებაში. რა იქნება მომავალში, ვნახოთ. ყოველთვის იქნებიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები.