სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები იქ ყოფნის სურვილს გვიჩენს. მაგალითად, იაპონური კულტურის მოყვარულები ოცნებობენ ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობაზე, ხოლო იქ ცხოვრებაზე მითუმეტეს. ნამდვილად, იაპონია მიმზიდველი ქვეყანაა ბევრისთვის.
თანამედროვე იაპონია
ამ ქვეყანაში ყველას მოსწონს ლაკონურობა, სისუფთავე და ბუნების სიყვარული. პირველად ჩასული ადამიანი შეიძლება აღშფოთდეს უამრავი წესით, რაც ეხება მაგალითად, ნაგვის სორტირებას. მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდება, რომ ამ მარტივი წესების გამოა გარშემო განსაკუთრებული წესრიგი და სისუფთავე.
ტურისტებს სასიამოვნოდ გააოცებთ დიდი რაოდენობით საზოგადოებრივი ტუალეტები და თან უფასოდ.
ვისაც უმოგზაურია აზიის ქვეყნებში, იაპონელების განსაკუთრებული ზრდილობიანობა მოხვდებოდა თვალში. ჩინეთი დიდად არ გამოირჩევა უცხოების მიმართ კეთილგანწყობით. იაპონელები კი თავის საქმეს გადადებენ და თქვენს დასახმარებლად გამოეშურებიან.
იაპონიის საერთო ფართობი არც ისე დიდია. ამიტომ ბუნებისგან ბოძებულ თითოეულ ნაწილს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. აქ ძვირფასია თითოეული ხე და ბუჩქი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ყველაზე პროგრესული ქვეყანაა ტექნიკური მხრივ, ქუჩაში უამრავი სიმწვანეა და შესაბამისად სუნთქვა შიძლება.
იაპონიაში უამრავი გასართობია. იქ ასი წელიც რომ იმოგზაუროთ, ყველაფერს მაინც ვერ მოინახულებთ, დაწყებული ძველი ტაძრებიდან, თანამედროვე სანახაობებით დამთავრებული.
ამომავალი მზის ქვეყანაში სწრაფად დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. აქ ბევრი სასეირნო ადგილია და ფეხით ბევრს ივლით, ან რა დროს ტრანსპორტია ასეთ სილამაზეში? ხოლო საკვების ხარისხი არის ძალიან მაღალი, ისევე როგორც წყლის. წყალი პირდაპირ ონკანიდან შეგიძლიათ მიირთვათ.
იაპონელების კვების რაციონი შედგება მარტივი და სასარგებლო პროდუქტებისგან: თევზი, ბოსტნეული და ბრინჯი. გაგიკვირდებათ და აქ სუშის იშვიათად მიირთმევენ. ის უფრო ტურისტების მისაზიდად აქვთ.
საერთო ჯამში, იაპონიისკენ ბევრი ადამიანი მიილტვის. ეს არც არის გასაკვირი. ხალხს მათი კულტურა, ანიმე და სხვადასხვა სანახაობა იზიდავს, რომლითაც ბავშვობაშივე იხიბლებიან ეკრანებიდან. მაგრამ იაპონიაში ჩასულები აღმოაჩენენ, რომ იაპონიის ნამდვილი კულტურა სულ სხვაა და ის ბევრად მეტია, ვიდრე მედიის მიერ მოწოდებული წვრილმანები. იაპონელების ცხოვრება არის ლამაზი, მშვიდი და მრავალფეროვანი. ეს არის უკიდურესად შრომისმოყვარე ერი, საოცარი სამზარეულოთი, გართობის და სიცოცხლის სიყვარულის განსაკუთრებული უნარით.